თვითმმართველობების ეკონომიკური განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში
საკვანძო სიტყვები:
ადგილობრივი თვითმართველობები, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება, პროგრამულ-მიზნობრივი პროგნოზირება, ბიუჯეტის დაგეგმვაანოტაცია
მსოფლიო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს განვითარება ფაქტობრივად წარმოუდგენელია ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების გარეშე. ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ადგილებზე ისეთი სოციალურ–ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების ოპერატიულად და ეფექტურად გადაწყვეტა.
საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური მდგომარეობის შემდგომი გაუმჯობესებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან 1992 წლიდან მოყოლებული ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. ძალიან მნიშვნელოვანია სამომავლოდ როგორი სტრატეგია ექნება ცენტრალურ ხელისუფლებას აღნიშნული კუთხით და შეუწყობს თუ არა იგი ხელს მმართველობის მნიშვნელოვან დეცენტრალიზაციას. მაშინ როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია ისეთი კანონების მიღება რომელიც მნიშვნელოვნად უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობების ეკონომიკურ განვითარებას და მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.











