საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა კოვიდპანდემიის პირობებში და სამომავლო პერსპექტივა

ავტორები

  • ბორის ჭიჭინაძე

ანოტაცია

საჭიროა აღინიშნოს, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა დამოუკიდებლობის  მოპოვებიდან (1991 წელი) დღემდე მნიშვნელოვნად უარესდება. ბოლო 30 წლის  განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა თითქმის 1.7 მილიონი ადამიანით შემცირდა. შექმნილი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა  უარყოფითმა  პროცესებმა. გაიზარდა დაავადებულ ადამიანთა რაოდენობა, გაიზარდა უმუშევრობა, შემცირდა ეკონომიკის ზრდის ტემპი, გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა. შექმნილი მდგომარეობა ბუნდოვანს  ხდის ქვეყნის სამომავლო პერსპექტივას.

იმისათვის, რომ სწრაფად შეიცვალოს არსებული მდგომარეობა და დაიწყოს ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის  გაუმჯობესება, აუცილებელია ცენტრალურმა მთავრობამ, მეცნიერებათა აკადემიასთან  ერთად შეიმუშავოს შესაბამისი სტრატეგია. იმედია ამ მიმართულებით მთავრობის მიერ  გადადგმული იქნება შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები.

 

ავტორის ბიოგრაფია

ბორის ჭიჭინაძე

ეკონომიკის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

წყაროები

www.geostat.ge--სტატისტიკის ეროვნული სამსახური;

www.parlamient.ge--საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი;

www.moh.gov.ge--საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდი;

www.gov.ge--საქართველოს მთავრობის ვებგვერდი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

25.12.2021

როგორ უნდა ციტირება

ჭიჭინაძე B. . (2021). საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა კოვიდპანდემიის პირობებში და სამომავლო პერსპექტივა. ბიზნესი და კანონმდებლობა, 14(2), 39–43. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/729