საგადასახადო სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობის ზოგიერთი აქტუალური საკითხისათვის

ავტორები

  • რამინ ცინარიძე
  • ნინელი კომახიძე

ანოტაცია

თანამედროვე ეტაპზე ეფექტური საგადასახადო სისტემა ვერ იარსებებს პასუხისმგებლობის ინსტი­ტუ­ტის გარეშე. გადასახადების გადახდა კონს­ტი­ტუ­ცი­უ­რი ვალ­დე­ბულებაა და ამ ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილია საგა­და­­­­სა­ხადო პასუხისმგებლობის ზომებით.

საგადასახადო პასუხისმგებლობა საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის შე­­დე­გია. საგადასახადო პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ აქვს ადგილი, როცა ხდე­ბა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენა, რაც ამავდროულად საგადა­სა­ხა­დო პა­­სუ­ხის­მგებლობის საფუძველია. საგადასახადო პასუხისმგებლობის შინაარსი გა­მომ­დი­­­ნ­არეობს მისი გამოყენებისა და აღსრულების უფლებაში, მოვალეობასა და რეა­ლურ ქმედებებში.

გადასახადები ქვეყნის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი ელემენტია, მოქმედი კანონმდებლობა ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ბუნდოვნად წარმოაჩენს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდსა და თანხას, ამ და სხვა მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ხშირია გადამხდელის მიერ გააზრებულად თუ გაუაზრებლად გადასახადებისაგან თავის არიდების შემთხვევები. შესაბამისად, საგადასახადო სამართალდარღვევების რაოდენობის შესამცირებლად საჭიროა გადამხდელებისა და სახელმწიფოს მხრიდან ერთობლივი ღონისძიებების გატარება.

ავტორის ბიოგრაფიები

რამინ ცინარიძე

ბიზნესის მართვის დოქტორი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი

ნინელი კომახიძე

შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინანსების მაგისტრი, შპს „Fin. Exp. Corporation“, აუდიტორის ასისტენტი

წყაროები

გაბისონია ი. „საგადასახადო სამართალი - გადასახადის გადამხდელის უფლებების დაცვის მექანიზმები“, თბილისი, 2013 წ.;

როგავა ზ. ,,საგადასახადო სამართალი“ (წიგნი პირველი და მეორე), თბილისი, 2017წ.;

,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, თბილისი, 2017წ.;

,,საქართველოს კონსტიტუცია“, თბილისი, 1995წ.;

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსი“, თბილისი, 2010წ.;

ფუტკარაძე ს. ,,საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი სრულყოფის პრობლემები თანამედროვე ეტაპზე“ (დისერტაცია), ბათუმი, 2012წ.;

ქორჩილავა რ. ,,საგადასახადო ადმინისტრირების ეფექტიანობის ამაღლების ეკონომიკურ-ფსიქოლოგიური ასპექტები“ (დისერტაცია) თბილისი, 2014 წ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

27.12.2019

როგორ უნდა ციტირება

ცინარიძე R. ., & კომახიძე N. . (2019). საგადასახადო სამართალდარღვევათა პასუხისმგებლობის ზოგიერთი აქტუალური საკითხისათვის. ბიზნესი და კანონმდებლობა, 12(2), 32–40. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/407

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები