ძველის ბუნდოვანება ახალსაც გადაედო
რამდენიმე მოსაზრება ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით
ანოტაცია
ყველა ქვეყნის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრო ბის ძირითადი სურვილია (მიზანია) რაც შეიძლება ბევრი მეწარმე იყოს ქვეყანაში, ჰქონდეთ მათ ბიზნესის დაუბრკოლებლად კეთების საშუალება და არ ხდებოდეს ხელოვნური ჩარევები სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან. მართალია, ბიზნესის კეთების პრიორიტეტებზე, ჩვენი მთავრობის მიერ გაცხადებულია, მიღებულია შესაბამისი კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ბიზნესის ხელშეწყობის თაობაზეც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო არ ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და განსხვავებულ გადაწყვეტილებებს ღებულობს. ასეთი გადაწყვეტილებები კი ხშირად ლეგალური ბიზნესის წარმოების შეფერხებას იწვევს და ბიზნესს ჩრდილოვანი (აღურიცხავი) ეკონომიკისკენ უბიძგებს.











