როგორი უნდა გავხადოთ ადგილობრივი თვითმმართველობები

Authors

  • ბორის ჭიჭინაძე

Abstract

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც თავისებურად იმოქმედა რაიონებზე (ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობები) - შემცირდა ადგილობრივი სამრეწველო ობიექტების სიმძლავრეები და ფაქტიურად შეწყდა საწარმოთა ძირითადი ფონდების განახლება, აღნიშნული ძირითადად გამოწვეული იყო ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ეკონომიკური კავშირების მყისიერი მოშლით და დასავლეთის ქვეყნებთან ახალი კავშირების არარსებობით, საწარმოთა სიმძლავრეების დაცემა და მეზობელ ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების არარსებობა პირდაპირ კავშირში იყო წარმოებული პროდუქციის გასაღების შემცირებასთან, რაც მთლიანობაში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუარესებას იწვევდა, ამას ემატებოდა ასევე ადგილობრივი რაიონების (ამჟამად თვითმმართველობები) ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება და კრიმინოგენური სიტუაციის დამძიმება.

ცენტრალური ხელისუფლების (ზოგჯერ არალეგიტიმურის) მიერ მიღებული უნიათო კანონები კიდევ უფრო ამწვავებდა ადგილებზე ეკონომიკურ მდგომარეობას და ხელს უწყობდა გარკვეულ პირთა ჯგუფს თავისი ვიწრო-კლანური ინტერესების დაკმაყოფილებაში.

Author Biography

ბორის ჭიჭინაძე

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

Downloads

Published

2012-05-31

How to Cite

ჭიჭინაძე ბ. (2012). როგორი უნდა გავხადოთ ადგილობრივი თვითმმართველობები. Business and Legislation, 6(2), 59–61. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/287

Most read articles by the same author(s)

1 2 > >>