არამატერიალური აქტივები
ანოტაცია
არამატერიალურ აქტივებს, როგორც ეს სახელიდანაც ჩანს, არ გააჩნიათ ფიზიკური სუბსტანცია, ანუ ნივთიერი ხელშესახები ფორმა. არამატერიალური აქტივები მიეკუთვნებიან გრძელვადიანი აქტივების ჯგუფს. ისინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოიყენებიან, მაგრამ მათი ვადა სასრულია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში ზუსტი ვადის დადგენა საკმაოდ რთულია. ისევე, როგორც ძირითადი საშუალებები, არამატერიალური აქტივებიც განიცდიან ამორტიზაციას. არამატერიალური აქტივებისთვის, როგორც წესი, გამოიყენებენ ამორტიზაციის დარიცხვის წრფივ მეთოდს. არამატერიალური აქტივების სახეებია: ლიცენზიები, კონცესიები, პატენტები, სავაჭრო ნიშნები, გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივები.
ჩამოტვირთვები
როგორ უნდა ციტირება
ბებიაშვილი ნ. (2019). არამატერიალური აქტივები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(3), 39–40. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/272
გამოცემა
სექცია
Articles











