ანგარიშგება ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ

Authors

  • ნატო ბებიაშვილი

Abstract

ფულადი სახსრები შედგება ნაღდი ფულისაგან და ბანკებში ანგარიშებზე არსებული ფულადი საშუალებებისაგან. მათ უთანაბრდებათ ფულადი ექვივალენტები - მოკლევადიანი, მაღალლიკვიდური ინვესტიციები, რომლებიც თავისუფლად გარდაიქმნებიან ნაღდ ფულად და რომელთა ღირებულების შეცვლის რისკი უმნიშვნელოა.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით, ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისი სავალდებულო ელემენტია ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტისა. ამ დოკუმენტის ძირითადი მიზანია წარმოაჩინოს საანგარიშგებო პერიოდში ფულადი სახსრების მიღება და გაცემა. ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისში ასახული ინფორმაცია აუცილებელია როგორც მენეჯერების, ისე გარე მომხმარებლებისთვის _ ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის.

Author Biography

ნატო ბებიაშვილი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

Downloads

Published

2013-05-31

How to Cite

ბებიაშვილი ნ. (2013). ანგარიშგება ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ. Business and Legislation, 6(2), 82–83. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/292

Most read articles by the same author(s)