ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პრობლემები და პერსპექტივები საქართველოში
ანოტაცია
ყველას კარგად მოეხსენება, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ფაქტიურად წარმოუდგენელია ადგილობრივ თვითმმართველობებში სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე. მაინც რაში გამოიხატება სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება?
ეს ძირითადად მოიცავს ადგილობრივ თვითმმართველობებში მცხოვრები პირების ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას. გაუმჯობესება მიიღწევა იმ შემთხვევაში როცა გაიზრდება მოქალაქეთა დასაქმების დონე, შემცირდება უმუშევრობა, გაიზრდება ინვესტიციების რაოდენობა, აღორძინდება მწარმოებითი სექტორი, ადგილებზე შეიქმნება ექსპორტისთვის განკუთვნილი კონკურენტუნარიანი პროდუქცია, გაუმჯობესდება მოქალაქეთა კომუნალური, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული მომსახურების დონე, თანამედროვე ევროპულ დონეს მიუახლოვდება მოქალაქეთა უზრუნველყოფა ჯანმრთელობის სფეროში, გაუმჯობესდება ადგილობრივი ეკოლოგიური მდგომარეობა და სხვა.