ფრთხილად, სახელმწიფო მიწის წართმევით იმუქრება!
ანოტაცია
საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების რეფორმა 1992 წელს დაიწყო. კერძოდ, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის #48, 1992 წლის 6 თებერვლის #128 და 1992 წლის 10 მარტის დადგენილებების საფუძველზე, ხოლო არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების - 1998 წლიდან, როდესაც 1997 წელს მიღებულ იქნა საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსი (ამოქმედ და 1998 წლის 1 იანვრიდან). ასევე, 1998 წლის ოქტომბერში მიღებულ იქნა კანონები: 1. “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არა სასოფლო-სამეურნეო დანიშულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” (გაუქმდა 2007 წლის 11 ივლისს), 2. “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” (გაუქმდა 2007 წლის 20 სექტემბერს).











