კოინციდენციის თეორია

Авторы

  • ნანა ბოკუჩავა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2023.03.07

Ключевые слова:

კოინციდენციის თეორია, მემკვიდრეობითობა, გარემო, განვითარება, პედაგოგიკა

Аннотация

          პედაგოგიკის კვლევითი არეალის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორები წარმოადგენს. მისი სათანადოდ წვდომის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია საგანმანათლებლო სისტემის მყარი თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების ჩამოყალიბება. ის, თუ რა განსაზღვრავს ადამიანის მშვინვიერ-სულიერი წყობისა და ქცევის ფორმათა განვითარების ზოგად და ინდივიდუალურ თავისებურებებს, საუკუნეთა მანძილზე ხშირად ყოფილა მეცნიერული მსჯელობისა და დავის საგანი, რასაც განაპირობებდა მისი სხვადასხვა რაკურსით ჭვრეტა და შესაბამისად, სხვადასხვა ფილოსოფიური კონცეფციითა და მასთან მისადაგებული მეცნიერული პოზიციით წარმოჩენა. განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების დადგენის პრობლემასთან დაკავშირებულ სამ საყოველთაოდ აღიარებულ თეორიაზე (ნატივისტური, ემპირისტული, კონვერგენტული) აშკარად უპირატესობს ცნობილი ქართველი ფსიქოლოგის დ. უზნაძის დღემდე ნაკლებად ცნობილი კოინციდენციის თეორია. მასში სიღრმისეულადაა გააზრებული ის მოჩვენებითი ანტინომია, რომელიც არსებობდა ორ, ერთი შეხედვით, ურთიერთგამომრიცხავ დებულებათა (მემკვიდრეობითობა თუ გარემო პირობები) შორის, რომელთაგან თითოეული ცალ-ცალკე ითვლებოდა თანაბარ ჭეშმარიტებად და განვითარების ფენომენთან მიმართებაში საკუთარ ტრაექტორიას მოიცავდა. ვფიქრობთ, წარმოდგენილი თეორია უნივერსალურია და ვრცელდება, როგორც განვითარების მთლიან პროცესზე, ისე მის ცალკეულ გამოვლინებებზე.

Биография автора

ნანა ბოკუჩავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

Библиографические ссылки

ბიბლია განმარტებებით, ტომი I, გამომცემლობა პალიტრა L, 2019, თბილისი;

იმედაძე, ი., 2008: ფსიქოლოგიის ისტორია, გამომცემლობა „მწიგნობარი“, თბილისი;

მაღრაძე, მ., ფანჩულიძე, ს., 2010: კოინციდენციის თეორია და მისი გამოყენება თანამედროვე სკოლაში, ქუთაისის სასწავლო უნივერსიტეტი „ლამპარი“, პროფესორ-მასწავლებელთა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომები.

უზნაძე, დ., 1933: პედოლოგია, თბილისი;

ჩხარტიშვილი, შ., 1974: აღზრდის სოციალური ფსიქოლოგია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Завадовский, М., 1927: Внешние и внутренние факторы развития;

Stern, W., 1908: Tatsachen und Ursachen der seelischen Entwicklung;

Stern, W., 1923: Die menschliche Persönlichkeit.

Опубликован

2023-12-30

Как цитировать

ბოკუჩავა ნ. . (2023). კოინციდენციის თეორია . Business and Legislation, 16(3), 49–52. https://doi.org/10.52340/bal/2023.03.07

Наиболее читаемые статьи этого автора (авторов)