ევროკავშირი და საქართველო: ერთად COVID-19 წინააღმდეგ

ავტორები

  • ლარისა თაკალანძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აპოლონ არდაშელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2024.01.04

ანოტაცია

პანდემიით გამოწვეულმა სიტუაციამ უკიდურესად გაამწვავა თანამედროვე საზოგადოებაში ისედაც არსებული მრავალი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემა. შექმნილ ძნელად პროგნოზირებად ვითარებაში (ინფიცირებულთა სწრაფად მზარდი რაოდენობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილიანობის მატება) პანდემია უდიდესი გამოწვევა აღმოჩნდა არა მარტო მსოფლიო ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ მან დიდი ზარალი მიაყენა გლობალურ ეკონომიკას (ექსპერტების აზრით, მისმა ვარდნამ 4% შეადგინა). ცხადია, საქართველოც პირისპირ აღმოჩნდა უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე და იძულებული გახდა მთელი რიგი არატიპიური ამოცანა გადაეჭრა.

პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ბრძოლა მოითხოვდა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს, რაც განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენდა საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ქვეყნისთვის. კერძოდ, პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, აუცილებელი გახდა ვირუსის შემაკავებელი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი სამედიცინო რესურსის მობილიზება, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერა, ბიზნესის გადარჩენა და ეკონომიკის ხელშეწყობა. 2020 წელს პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავდა ანტიკრიზისული გეგმა, ამასთან, ამ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტში განხორციელდა ცვლილებები. 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით დაიგეგმა დამატებით 5.6 მლრდ ლარის მობილიზება, ხოლო უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად გასატარებელი ღონისძიებებისათვის განისაზღვრა 3.4 მლრდ ლარი. ნაშრომში განხილულია ევროკავშირის მიერ კორონავირუსის COVID-19 პანდემიის პერიოდში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერა სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში.

ავტორის ბიოგრაფიები

ლარისა თაკალანძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი

აპოლონ არდაშელია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი

წყაროები

გამოყენებული ლიტერატურა:

Larisa Takalandze, Corporate Social Responsibility in the European Union, Text-book, 2024 https://zenodo.org/records/10775964

ვებ-გვერდები:

https://myrights.gov.ge;

https://www.eeas.europa.eu;

https://eu4georgia.eu.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

25.07.2024

როგორ უნდა ციტირება

თაკალანძე L. ., & არდაშელია A. . (2024). ევროკავშირი და საქართველო: ერთად COVID-19 წინააღმდეგ. ბიზნესი და კანონმდებლობა, 17(1), 33–35. https://doi.org/10.52340/bal/2024.01.04

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები