სტრატეგიული მენეჯმენტის ზოგიერთი საკითხი ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის პირობებში და იტალიის გამოცდილება

ავტორები

  • აპოლონ არდაშელია

საკვანძო სიტყვები:

ჯანდაცვის სისტემა, სტრატეგიული მენეჯმენტი, მთავრობა, ვირუსული ინფექციის COVID-19 პანდემია, გადაწყვეტილება, კრიზისი

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ვირუსული ინფექციის COVID-19 პანდემიის პირობებში მსოფლიოში შექმნილი ვითარება, გამოვლენილია ის ზიანი, რომელიც მან მიაყენა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკას, გაანალიზებულია სხვადასხვა ქვეყნების, როგორიცაა აშშ, გერმანია და ა. შ.  ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული მენეჯმენტის  ძირითადი საკითხები.  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იტალიაში (ქვეყანა, რომელზედაც ყველაზე მძიმედ აისახა პანდემიის დამანგრეველი გავლენა როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის, ისე ეკონომიკის მხრივ) ჯანდაცვის სისტემის მენეჯმენტში საწყის ეტაპზე დაშვებულ ხარვეზებზე.

       განხილულია საქართველოში პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიული მიდგომები; დასაბუთებულია, რომ მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა, საქართველოს მთავრობის ღონისძიებები არასაკმარისი აღმოჩნდა, რამაც ჯანდაცვის სისტემის  მწვავე კრიზისი გამოიწვია, რისი დასტურიცაა 2020 წლის მიწურულს კორონავირუსის პანდემიით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.  იტალიაში შექმნილი მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზის კვალობაზე გამოყოფილია ის ძირითადი მიდგომები, რომელიც გასათვალისწინებელია ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად როგორც საქართველოში, ისე სხვა  ქვეყენებში. აგრეთვე, გამოთქმულია მოსაზრება, რომ აუცილებელია სახელმწიფოს, კერძო სექტორის და საზოგადოების მჭიდრო კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა.

ავტორის ბიოგრაფია

აპოლონ არდაშელია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

წყაროები

Harvard Business Review, 27 March, 2020;

Lessons from Italy`s Response to Coronavirus (by Gary. P. Pisano, RaffaelaSadun and Michelle Zanini;

https://hbr.org/2020/03/lessons-from-italys-response-to-coronavirus;

Global Health Security Index, Building Collective Action and Accountability – October 2019 /Index Developed With - The Economist/;

Johns Hopkins University & Medicine - https://coronavirus.jhu.edu/map.html.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

26.12.2020

როგორ უნდა ციტირება

არდაშელია A. (2020). სტრატეგიული მენეჯმენტის ზოგიერთი საკითხი ჯანდაცვის სისტემაში პანდემიის პირობებში და იტალიის გამოცდილება. ბიზნესი და კანონმდებლობა, 13(2), 92–97. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/705

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები