ხარისხის კონტროლის პრაქტიკა და პრობლემები მცირე და საშუალო აუდიტორულ კომპანიებში
ანოტაცია
სტატიაში განხილულია მცირე და საშუალო აუდიტორულ კომპანიებში ხარისხის კონტროლის პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემები, მათი გენეზისი და პრევენციული შესაძლებლობები.
ნაშრომში დოქტორანტი ავითარებს აზრს მასზედ, რომ მომხმარებელთა ნდობის ამაღლების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ გარიგების გუნდის მიერ აუდიტორული მომსახურების კვალიფიციურად ჩატარებისა და ამ პროცესზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტორული მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემის არსებობის შემთხვევაში. ხარისხის კონტროლის სისტემაში იგულისხმება გარე მონიტორინგი, რომელსაც ზედამხედველი ორგანო ახორციელებს და ხარისხის მართვა ფირმის დონეზე - აუდიტორული კომპანიის ფარგლებში. ისინი ერთიანი სისტემის ურთიერთგანმაპირობებელი ნაწილები არიან. თუმცა გარე მონიტორინგის ორგანიზაციულ-მეთოდოლოგიური პრაქტიკა უკვე არსებობს და ხორციელდება, ხოლო საქართველოს მცირე და საშუალო აუდიტორულ კომპანიებში ხარისხის მართვა, როგორც აუდიტორული მომსახურების მომხმარებელთა მოთხოვნების უზრუნველყოფის მთავარი საწინდარი, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპს გადის. ამიტომაც შედეგები სასურველზე დაბალია. კომპანიაში ხარისხის მართვის დამკვიდრების პროცესის ხანგრძლიობას ორგანიზაციული და გამოცდილებითი რესურსების ნაკლებობა განაპირობებს.
ავტორი ეხება კომპანიის შიგნით ხარისხის კონტროლის ორგანიზების ხელშემშლელ გარემოებებს და გამოთქვამს მოსაზრებებს, რომელიც პრობლემის გადაწყვეტას ისახავს მიზნად.
წყაროები
აუდიტის ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტები: ხკსს 1, ასს 220;
აუდიტის ხარისხი, დირექტორის სახელმძღვანელო, ა(ა)იპ “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი”, თბილისი 2019;
აუდიტის ხარისხის სტრუქტურული საფუძვლები: ძირითადი ელემენტები, რომლებიც ქმნის გარემოს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისთვის.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება ხარისხის კონტროლის მონიტორიმგის განხორციელების წესის შესახებ;
კენჭაძე დავით, ხარისხის კონტროლი, https://davidkenchadze.ge/ka/blog/105;
საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, ქუთაისი. 2016 წ;
საბაური ლევან, აუდიტორული ორგანიზაციის საქმიანობის საქმიანობის ხარისხის შიდა კონტროლის უზრუნველყოფის აქტუალური საკითხები, http://eprints.tsu.ge/1597;
ხარისხის კონტროლის მონიტორინგის ძირითადი მიმართულებები 2021 წლისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.











