მიწის ადმინისტრირების ძირითადი საფუძვლების მიმოხილვა
საკვანძო სიტყვები:
მიწის ადმინისტრირება, მიწის მართვა, კადასტრიანოტაცია
მიწა უდიდესი რესურსია, რომლის გარეშეც დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა. მიწა, როგორც ფიზიკური, ასევე აბსტრაქტული შინაარსის მქონე საგანია. მიწა ერისთვის მისი სახელმწიფო ტერიტორიაა, რომელსაც ქართულად მამული ეწოდება და ფაქტობრივად არის ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი არეალია.
ადამიანის მიერ წარმოებული მმართველობითი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მიწის რესურსების მართვაა. მიწის, როგორც სიცოცხლის მთავარი პირობის, განსაზღვრული მოცულობისა და შეუნაცვლებელი წარმოების საშუალების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ორგანიზაციის აუცილებლობა განპირობებულია მსოფლიო მოსახლეობის რიცხვისა და მიწიდან მიღებულ სიკეთეზე მოთხოვნილებების ზრდით.
მიწის ადმინისტრირება არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს წარმატებულ მიწის მართვას. მიწის რესურსების მართვა წარმოადგენს სისტემატურ, მიზანმიმართულ ზემოქმედებას მიწასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე და ის მიზნად ისახავს მიწის რაციონალურ გამოყენებასა და დაცვას.
წყაროები
მიწის მმართველობა, პაატა კოღუაშვილი, ჯუმბერ ფანჩულიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისი 2018;
მიწის ადმინისტრირების სახელმძღვანელო პრინციპები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური საბჭო, საზოგადოებრივ დასახლებათა კომიტეტი, მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფი, თბილისი, 2012;
გურამ მეტივიშვილი, მიწის ინტეგრირებული პოლიტიკისა და შრომითი მიგრაციის გამოწვევები საქართველოში, თბილისი, 2018;
An Introduction to Land Administration, Simon Hull , Rosalie Anne Kingwill, Technical Report , September 2020;
Land Administration for Sustainable Development, Ian Phillip Williamson, Stig Enemark, Abbas Rajabifard, January 2009;
Cadastre: Geo-Information Innovations in Land Administration, Tahsin Yomralioglu anda John McLaughlin, 2017;
Land Administration Systems - managing rights, restrictions and responsibilities in land, Stig Enemark MAP WORLD FORUM, HYEDRABAD, INDIA, 10-13 FEBRUARY 2009.
LAND ADMINISTRATION IN THE UNECE REGION, Development trends and main principles, ECONOMIC COMMISSION FOR EUROPE UNITED NATIONS, New York and Geneva;











