გლობალური გამოწვევების გავლენები მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებაზე
საკვანძო სიტყვები:
მცირე და საშუალო საწარმოები, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული ღონისძიებები, პოსტკრიზისული პერიოდის საქართველოს ეკონომიკის ამოქმედების პროგრამაანოტაცია
შესავალი და მიზანი: ჩინურ ქალაქ უჰანში ფეხადგმულმა ახალი შტამის ვირუსმა ადამიანის ჯანმრთელობასა და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ გარემოს უმოწყალოდ შეუტია. ამ რეგიონის ფანტასტიკურად განვითარებულმა ტექნიკურმა, ტექნოლოგიურმა, კომუნიკაციურმა თუ ინფრასტრუქტურულმა მიღწევებმაც კი ვერ შეაფერხა მსოფლიოს მასშტაბით „უხილავი მტრის“ გავრცელება. Covid-19-ის პრევენციის მიზნით შემოღებულმა შემაკავებელმა ღონისძიებებმა (კარანტინი, საგანგებო მდგომარეობა, იზოლაცია და სხვა) გლობალური ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა. ფაქტობრივად, გაჩერდა ეროვნული სახელმწიფოების, მათ შორის, საქართველოს მსხვილი (გამონაკლისის გარდა), მცირე და საშუალო ბიზნესი. გლობალური ეკონომიკა ფაქტობრივად, კრიზისში აღმოჩნდა.
ჯერ კიდევ ადრეა შეფასდეს და სტატისტიკურ მაჩვენებლებში გამოისახოს გამოცხადებული პანდემიის გამო შექმნილი კრიზისის შედეგები, მაგრამ კვალიფიციური გათვლების გარეშეც კი, ადვილი წარმოსადგენია, რომ უმოქმედების პერიოდში საწარმოებს სოლიდური ზარალი წარმოექმნათ და ვალდებულებებიც გაეზარდათ. მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ მცირე და საშუალო საწარმოთა დიდი უმრავლესობა, დამოუკიდებლად, ფინანსური დახმარების გარეშე, დიდხანს ვერ დაუბრუნდება გაჩერებამდელ ნიშნულს, ხოლო ნაწილი - ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.
მდგომარეობის სტაბილიზაციისა და საფრთხეების ნეიტრალიზების მიზნით, სავსებით გონივრულია, რომ ვირუსის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ბრძოლასთან ერთად, დაიწყო კრიზისის შემაკავებელი და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკონომიკის პოსტკრიზისული პერიოდის პროგრამის შექმნაზე მუშაობა.
ნაშრომის მიზანია მცირე და საშუალო საწარმოების, როგორც ეკონომიკური აღორძინებისა და მოსახლეობის პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ყველაზე მოქნილი სექტორის, ამოქმედებისთვის საფრთხეების გამოკვეთა და მათი პრევენციისთვის წინადადებების შემუშავება.
მეთოდოლოგია: ნაშრომზე მუშაობის პროცესში შესწავლილია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებები, დარგის სპეციალისტების, ექსპერტებისა და მეცნიერების მოსაზრებები. მათზე დაყრდნობით, საკუთარი პოზიციის წაარმოსაჩენად, გამოყენებულია ურთიერთშედარების, განზოგადების, ანალიზისა და სინთეზის მეთოდები.
შედეგები და გამოყენება: მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვების შედეგებსა და დაგროვილი გამოცდილების შეჯერებით, გამოიკვეთა რამდენიმე საყურადღებო წინადადება, რომელთა გაზიარება წაადგება პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების ამოქმედების და, მაშასადამე, საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს.
დასკვნა: ნაშრომზე მუშაობის შედეგებიდან ჩანს, რომ კრიზისშემქმნელი ვითარებიდან დაღწევის საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა შინა მრეწველობის, საკუთარი სამეწარმეო სფეროს განვითარება, მიწის, სხვა ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი გამოყენება და პრიორიტეტის მიკუთვნება იმპორტჩამნაცვლებელი პროდუქციის გამოშვებისთვის, რაშიც, ყველაზე უკეთ, მცირე და საშუალო საწარმოებს, განსაკუთრებით კი აგრარულ სექტორს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ. პანდემიის პერიოდში, სწორედ მცირე და საშუალო საწარმოები აღმოჩნდნენ უმძიმეს მდგომარეობაში. მათი ამოქმედება და მხარდაჭერის ღონისძიებები პოსტკრიზისული პერიოდის ეკონომიკის განვითარების პროგრამაში განსაკუთრებული უპირატესობით უნდა იყოს წარმოდგენილი.
წყაროები
ნოდარ ჭითანავა: „გარღვევის სტრატეგიის კონცეპტუალური წახნაგები - ყველაფერს კორონავირუსს ნუ დავაბრალებთ. ინტერვიუ
http://econews.ge/ka/news/1359
სოსო არჩვაძე - დღევანდელი ეკონომიკური კრიზისი სერიოზული შანსია ეკონომიკის გადაფორმატებისა და ახალი ეკონომიკური ლანდშაფტის ფორმირებისათვის, ინტერვიუ „ინტერპრესნიუსთან“,
https://www.interpressnews.ge/ka/article/598160-soso-archvaze
ლადო პაპავა - ვისურვებდი, რომ პირველი ყოფილიყო არა ტურიზმის შესახებ გეგმა, არამედ სოფლის მეურნეობა, შემდეგ ეკონომიკის რეალური სექტორი, ინტერვიუ, https://www.interpressnews.ge/ka/article/
ნოდარ ჭითანავა: „გარღვევის სტრატეგიის კონცეპტუალური წახნაგები - ყველაფერს კორონავირუსს ნუ დავაბრალებთ. ინტერვიუ,
http://econews.ge/ka/news/1359
პაატა კოღუაშვილი: „ჩვენ, უწინარესად, ორიენტირებულნი უნდა ვიყოთ იმაზე, რომ შიმშილი არ დაიწყოს“, ინტერვიუ გათეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“, 14.05.2020, http://geworld.ge/ge/;
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე, 18 აპრილი, 2020 წ.,
https://www.interpressnews.ge/ka/article/595830-patriarkis-saagdgomo-epistole/
„ჰოლანდია - ყველაზე საინტერესო მაგალითი საქართველოსთვის“. https://www.facebook.com/avoeeee/posts/2628561310702031
mof.ge;
iverioni.com.ge.











