მენეჯერების პიროვნული დროის მართვის ემპირიული გამოკვლევა საქართველოში

ავტორები

  • მანანა ხარხელი თსუ

ანოტაცია

ნებისმიერი მკვლევარი, ცნობილიც და არაცნობილიც რესურსებში ძირითადად შრომით, ფულად, მატერიალურ-ტექნიკურ, ინტელექტუალურ და ინფორმაციულ რესურსებს მოიაზრებს. მხედველობის გარეშეა დარჩენილი დროის რესურსი. მისი კვლევა საზღვარგარეთის მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმაც კი, საკმაოდ გვიან დაიწყეს. არადა, დრო რესურსია, _ წერს უცხოელი მეცნიერი ვ. ნისიპეი, _ და რაც უფრო არაეფექტურად ვიყენებთ მას, მით უფრო ძვირი გვიჯდება. იგი შეიძლება იყოს როგორც მოკავშირე, ისე მოწინააღმდეგე [1, გვ. 104]. კი, ის ყველას ერთნაირი სიდიდით _ წელიწადში 365 დღე და დღე-ღამეში 24 საათი _ ეძლევა, მაგრამ საქმე რაოდენობაში კი არ არის, არამედ, საქმე მის გამოყენებაშია. ზოგი მას პრიორიტეტულ და მნიშვნელოვან საქმეების გასაკეთებლად გამოიყენებს, ზოგი კი გაფლანგავს... ეს შეიძლება გააკეთოს გლეხმაც, მუშამაც და ინტელიგენტმაც, რომელთა შორის მოიაზრება მენეჯერიც. მათ ეს შეიძლება დაემართოთ ან სიზარმაცით, ან დროის სწორი ორგანიზაციის არცოდნით. ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოს კომპანიების მენეჯერების მაგალითზე, გამოგვეკვლია ეს საკითხი და მიგვეცა მათთვის დროში ახლებურად ქცევის რეკომენდაციები. თქვენი შესაფასებელია თუ როგორ შევძელით ჩვენ ეს.

ავტორის ბიოგრაფია

მანანა ხარხელი, თსუ

ეკონომიკის ბიზნესის ფაკულტეტის

სასისტენტ-პროფესორი

წყაროები

Нисипей И. Время руководителя – эффективного использования, М., экономика, 1988, gv. 104.

Архангельский Г., Таим-менеджмент, М., 2014, gv. 111.

ამინოვი ი., ერიაშვილი ნ. საქმიანი ურთიერთობების ფსიქოლოგია, თბ., 2009, გვ. 18.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.06.2017

როგორ უნდა ციტირება

ხარხელი M. . (2017). მენეჯერების პიროვნული დროის მართვის ემპირიული გამოკვლევა საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 10(2), 40–45. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/65

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები