კანონი დახვეწას და ქვედინებებისგან გათავისუფლებას საჭიროებს!

ავტორები

  • ნიკო ბაკაშვილი

ანოტაცია

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განახლდა დისკუსიები „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია,საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს კანონის ახალი რედაქცია (ცვლილებებისა და დამატებების პროექტი გამოქვეყნებული იყო ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის" წინა ნომერში)

პროფესიული ორგანიზაციების დამოკიდებულება აღნიშნული ცვლილებების მიმართ განსხვავებულია. კერძოდ: „აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციაში" ფიქრობენ, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში გარკვეული წინსვლა იქნება. თუმცა, მისი ცალკეული დებულებები დახვეწას საჭიროებს.

გთავაზობთ, კანონპროექტის მიმართ „აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის"პოზიციას და შენიშვნებს, რომელიც განხილვისათვის გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

ავტორის ბიოგრაფია

ნიკო ბაკაშვილი

საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.05.2012

როგორ უნდა ციტირება

ბაკაშვილი ნ. (2012). კანონი დახვეწას და ქვედინებებისგან გათავისუფლებას საჭიროებს!. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(2), 41–44. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/283