ჟურნალის მკითხველთა და პოტენციურ ავტორთა საყურადღებოდ!
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.02.02ანოტაცია
ვფიქრობთ, თქვენთვის საინტერესოა გაცნობოთ, რომ ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ უკვე 2020 წლის დეკემბრიდან გამოდის საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური სტატუსით და ინდექსირებულია საერთაშორისო საძიებო ბაზებში: ERIH PLUS და Google Scholar, აგრეთვე რამდენიმე სხვა ბაზაში (იხ. საიტის მთავარი გვერდი ojs.b-k.ge-ზე).
ჟურნალი წლების განმავლობაში წარმოადგენდა საქმიანი წრეებისთვის საიმედო პარტნიორს, ბიზნესის დარგში - გამოცდილ გზამკვლევს, საკანონმდებლო აქტების ლაბირინთებში - გულთმისან მეგზურს, აკადემიურ სფეროსთვის - უანგარო მსახურს და გააგრძელებს ამ ტრადიციას.
ჟურნალი ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის. მასში შესძლებელია ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე სტატიების გამოქვეყნება ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე. მიიღება რეცენზიები გამოქვეყნებულ მონოგრაფიებსა და სახელმძღანელოებზე, აგრეთვე საკანონმდებლო აქტებზე კომენტარები, განმარტებები, შენიშვნები და სრულყოფის რეკომებდაციები.
ჟურნალის ახალ სტატუსთან დაკავშირებით, შეგახსენებთ სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების წესს და გაწვდით დამატებით მოთხოვნებს:
- სამეცნიერო სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატით. მოცულობა, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეფერატის ჩათვლით, არ უნდა იყოს კომპიუტერზე 1,5 ინტერვალით და 11 ზომის შრიფტით ნაბეჭდი ტექსტის 7 გვერდზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 20 გვერდს. მასში უნდა იკვეთებოდეს საკვლევი პრობლემის აქტუალურობა, კვლევის მიზანი და ამოცანები, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის შედეგები (სიახლე), რეკომენდაციები.
- ქართულ ენაზე შესრულებულ ნაშრომს უნდა ახლდეს რეფერატები ქართულ და ინგლისურ ენებზე - თითოეული 1000-მდე ნიშნის მოცულობით. უცხო ენაზე დაწერილს კი - ძირითადი შინაარსი 2-3 გვერდზე ქართულ ენაზე და რეფერატი იმავე უცხო ენაზე.
- რედაქციაში სტატიის წარმოდგენა აუცილებელია ნაბეჭდ ეგზემპლარად, ელვერსიასთან ერთად (ქართული და უცხოურ ენაზე ტექსტი - შრიფტით sylfaen, ხოლო უცხოურ ენაზე ტექსტი - Times New Roman). სტატიის სათაურის ქვემოთ (მარჯვენა მხარეს) უნდა მიეთითოს ავტორის (ან ავტორების) სრული სახელი, გვარი, აკადემიური ხარისხი, თანამდებობა, ტელეფონი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;.
- სტატიაში უნდა ჩანდეს საკვლევ პრობლემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ლიტერატურის გამოყენება. ლიტერატურის დასახელება უნდა განთავსდეს სტატიის ბოლოს ერთიანი სიის სახით: ა) წიგნის დასახელება შემდეგი თანმიმდევრობით - ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, წიგნის დასახელება, გამოცემის ადგილი, გამომცემლობა, წელი; ბ) საჟურნალო სტატიისათვის - ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები, სტატიის დასახელება, ჟურნალის დასახელება, წელი, ჟურნალის ნომერი. ლიტერატურის სიაში მითითებული წყარო გამოყენებული უნდა იყოს სტატიის ტექსტში. ამა თუ იმ ავტორის ნაშრომიდან ციტირებისას, მას უნდა მიეთითოს წყარო შესაბამისი გვერდის აღნიშვნით შემდეგი სახით [3, გვ. 41], სადაც პირველი ციფრი შეესაბამება ციტირებუილი წყაროს რიგით ნომერს გამოყენებული ლიტერატურის სიაში, ხოლო მეორე - იმ გვერდს, საიდანაც მოყვანილია ციტატა. ლიტერატურის სიაში ყოველი წიგნის (ჟურნალის) ბიბლიოგრაფიული აღწერა უნდა შეესაბამებოდეს მის სატიტულო ფურცელს.
- ძირითადად ტექსტში ცხრილები, გრაფიკები და სქემები უნდა განთავსდეს მათი მითითების ადგილზე, თუ იქ ადგილი არასაკმარისია - შეიძლება მომდევნო გვერდზე. ცხრილებს, გრაფიკებს და სქემებს უნდა ჰქონდეს დასახელება და ნუმერაცია.
გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სამეცნიერო სტატია გადის რეცენზირებას დარგის სპეციალისტ რეცენზენტთან (რეცენზენტის ვინაობა ავტორისთვის არ იქნება ცნობილი, არც რეცენზენტს ეცნობება ავტორის/ავტორების ვინაობა). ცალკეული გამონაკლისის გარდა, სტატიის გამოქვეყნება ფასიანია - ჟურნალში სტატიის გამოქვეყნების საფასურია 150 (ასორმოცდაათი) ლარი. ანგარიშსწორების ანგარიში მითითებულია ჟურნალში.
აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობისას, სტატია არ გამოქვეყნდება და ავტორს არ უბრუნდება.
წელიწადში გამოდის ჟურნალის არანაკლებ 2 ნომერი, ვრცელდება ელექტრონულად და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის მისამართზე: http:Ojs.b-k.ge.
სტატიები გამოაგზავნეთ მისამართზე: yuripapaskua.b.k@gmail.com
ან მოგვაწოდეთ რედაქციაში ნაბეჭდი სახით, ელვერსიასთან ერთად.
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











