საერთაშორისო დაბეგვრის გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.02.08საკვანძო სიტყვები:
საგადასახადო სისტემა, დასაბეგრი ბაზის შემცირება, მოგების გადატანა, პირდაპირი ინვესტიციაანოტაცია
ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო საგადასახადო სისტემის ცვლილებები დიდ გამოწვევად იქცა მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, რომელთა ეკონომიკური სტრუქტურა დამოკიდებულია უცხოურ კაპიტალზე. საქართველო მათ შორისაა. გლობალური მინიმალური გადასახადის (15%) ამოქმედებამ, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) სტანდარტების მიღებამ, აგრეთვე საერთაშორისო გამჭვირვალობის ახალმა მოთხოვნებმა, მნიშვნელოვნად შეცვალა ის გარემო, რომელშიც ჩვენი ქვეყანა, ინვესტიციებისთვის კონკურენციას ართმევდა თავს. ამ სტატიაში განხილულია, როგორ აისახა ეს ცვლილებები საქართველოს ეკონომიკის დინამიკაზე, საინვესტიციო გარემოზე და ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ანალიზი ეფუძნება ბოლო წლების ეკონომიკურ მონაცემებს, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებსა და ადგილობრივ სტრუქტურულ რეალობას. დასკვნა ხაზს უსვამს, რომ გრძელვადიანი განვითარება საჭიროებს გადასვლას იმ მოდელიდან, სადაც მთავარი უპირატესობა დაბალი გადასახადები იყო, ისეთ ეკონომიკაზე, რომელიც კონკურენციას გაუძლებს ცოდნაზე, ადამიანურ კაპიტალსა და ტექნოლოგიებზე დაყრდნობით.
წყაროები
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











