კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, საინვესტიციო სტრატეგია და პრაქტიკა
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2025.18.02.002საკვანძო სიტყვები:
კრიპტოვალუტა, ინვესტირება, ბლოკჩეინის ტექნოლოგია, ყიდვა-შენახვა, ყიდვა-გაყიდვა, მონეტის პირველადი შეთავაზება (ICO), პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO)ანოტაცია
შრომა ეძღვნება ინვესტირების თანამედროვე მეთოდების, კრიპტოვალაუტების ბაზრის მიმოხილვას, მათი განვითარების გზებსა და სტრატეგიებს ამ მიმართულებით. გაანალიზებულია კრიპტოვალუტის საინვესტიციო შესაძლებლობები; წარმოდგენილია დასკვნები თითოეული საინვესტიციო მეთოდის მთავარი უპირატესობებისა და ნაკლოვანობების, მათი რისკის დონის, განმაპირობელი ფაქტორებისა და საინვესტიციო მიმზიდველობის შესახებ.
სტატიაში ყურადღება არის გამახვილებული კრიპტოვალუტაში ინვესტირების ერთ-ერთ ძირითად მეთოდზე - სხვადასხვა მონეტის კურსის სპეკულაციაზე. კერძოდ, განხილულია სპეკულციით შემოსავლის მიღების ორი სტრატეგია: პირველი-Buy&Hold („შეიძინე და შეინახე“), იგი გათვლილია გრძელვადიან ინვესტირებაზე, გულისხმობს კრიპტოვალუტის შეძენას ბირჟაზე და გარკვეული დროით ანგარიშზე შენახვას; მეორე - Buy&Sell სტრატეგია („შეიძინე და გაყიდე“) განსხვავდება წინა სტრატეგიისაგან იმით, რომ გათვლილია მოკლევადიან ინვესტირებაზე.
წარმოდგენილ შრომაში მოკლედ გადმოცემულია კრიპტოვალუტაში ინვესტირების ფართოდ ცნობილი მეთოდი მაინინგი; ამ შემთხვევაში მთლიანი საქმიანობა ფუნქციონირებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით, ხოლო ბლოკჩეინის ეფექტიანობა პირდაპირ დამოკიდებულია კომპიუტერის გამოთვლით სიმძლავრეებზე. შედეგად მაინინგის მომგებიანობა შედარებით დაბალია, იგი საჭიროებს სპეციალურ, ძალიან ძვირდღირებულ აღჭურვილობას;
შრომაში შევისწავლეთ და შევეცადეთ გადმოგვეცა კრიპტოვალუტაში ინვესტირების ფრთოდ გავრცელებული მეთოდი Initial Coin Offerings(ICO) („მონეტის საწყისი შეთავაზება“), რაც გულისხმობს -კრიპტოვალუტის გამოშვების გზით ინვესტიციური სახსრების მოზიდვის ფორმას პროექტის განხორციელებისთვის, კრიპტოვალუტის გამოშვების გზით. დასაბუთებულია, რომ ზემოაღნიშნული ტაქტიკა მოდის ტრადიციული ფინანსური ბაზრიდანაც - Initial Public Offering(IPO) („საწყისი საჯარო შეთავაზება“).
და ბოლოს, სტატიაში შეჯერებულია კრიპტოვალუტაში ინვესტირების მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეები; წარმოდგენილია რამდენიმე მოკრძალებული რეკომენდაცია, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული კაპიტალის გაზრდას და ინვესტიციური პორტფელის დივერსიფიკაციას.
წყაროები
Arabashvili M. 2024. Challenges of integrating cryptocurrency into the Georgian financial system and a strategic approach to blockchain and real estate to combat corruption.URL: https://h7.cl/1gV8e
Business Dynamic Statistics. URL: https://coinmarketcap.com/all/views/all/;
Evtushenko A., Polyakov E. 2016. What is blockchain and why this technology will soon change the world. (in Russian);
Extance A. 2015. The future of cryptocurrencies: bitcoin and beyond. Nature. №526 (7571) pp.21-23;
Genkin A., Mikheev A. 2018. Blockchain - how it works and what awaits us tomorrow. M.: Alpina Publisher., 148 p. (in Russian);
How to buy Bitcoin futures. URL: https://decenter.org/p/120-cryptocurrencies-in-2018-rus;
Kandelaki N. Blockchain technology and its future in e-Government. The science journal “Authority and society (history, theory, practice)”. №1 (49). Tbilisi. 2019. (in Georgian);
Lekashvili, E., Mamaladze, L., 2019. Crypto currency – a new challenge for the economy of Georgia. Copernican Journal of Finance & Accounting, 7(4): 87–97. DOI: http://dx.doi.org/10.12775/;
Nakamoto, S. 2008. “Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System”. https://bitcoin.org/bitcoin.pdf ;
Petriashvili D. 2022. Regulation of the Crypto Ecosystem. Economic and Legal Analysis. Tbilisi: Research Center of the Parliament of Georgia. 68 p. (in Georgian);
Qoqiauri L. 2018. Financial Markets: monograph/ edited by O. Prokopenko. Poland. 2019. 448p. ISBN 978-83-61429-15-9;
Qoqiauri L. 2024. Money. monograph. Tbilisi: Publishing House Kalmosani, 676p. ISBN 978-9941-506-78-9 (in Georgian);
Qoqiauri L. 2025. Investment Activities. 7 Volumes. Volume 2. Investment Management and Policy. Tbilisi: Publishing House Kalmosani, 777p. ISBN 978-9941-517-36-5 (in Georgian);
Sichinava D. Maghradze M. 2018. "Preconditions and problems of transition to electronic money" – international scientific-practical journal "Globalization & Business" № 6, pp. 177-183. https://www.eugb.ge/archive.php;
Sichinava D. , Magradze M. 2018. Cryptocurrency: Current Situation and Prospects of Development. TSU III International Scientific Conference Challenges Of Globalization In Economics And Business Proceedings. pp. 347-351 (in Georgian);
Swan, M., 2015. Blockchain: Blueprint for a new economy. O'Reilly Media. ISBN-10: 9781491920497;
Vigna P., Casey Michael J. 2015. The Age of Cryptocurrency: How bitcoin and the Blockchain Are Challanging the Global Economic Order. St. Martin’s Press, New York. 432 p.;
Zaporozhan A. 2018. Evolution of the Financial Market. Cryptocurrency. Management Consulting. No. 5. pp.77-86 (in Russian).
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











