ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რამდენიმე სტანდარტი

ავტორები

  • ლევან კოკაია

ანოტაცია

სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული ხელშეკრულებები, როგორც წესი, ითვალისწინებენ ერთგავროვანი სპეციფიკური დებულებების არსებობას,რაც მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად არის დამკვიდრებული. ამ მიმართულებით არც ნავთობისა და გაზის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის პროექტის ხელშეკრულებებია გამონაკლისი. ისინი ისეთ სპეციფიკურ დებულებებს ითვალისწინებენ, როგორიც არის გარემოს დაცვითი, ტექნიკური, სოციალური, შრომითი, ადამიანის უფლებათა, ჯანმრთელობის დაცვის, უსაფრთხოების, ბუღალტრული აღრიცხვის და სადაზღვევო სტანდარტები. ცხადია, აღნიშნული ჩამონათვალი შესაძლოა სხვა ინდუსტრიისთვისაც იყოს დამახასიათებელი (მაგალითად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ხელშეკრულებები და სხვა), ვინაიდან მათი უმეტესობა, თავისი შინაარსით, უნივერსალური მნიშვნელობის მქონეა. განსახილველი სტანდარტების მიზნია, რომ ნავთობისა და გაზის საერთაშორისო გადაზიდვები განხორციელდეს უფრო უსაფრთხო და ყველასათვის მისაღები ფორმით და დაცულ იქნას, როგორც შესაბამისი ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის, აგრეთვე პროექტში ჩართულ ინვესტორთა და მესამე პირთა ინტერესები.

ავტორის ბიოგრაფია

ლევან კოკაია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA ) მოწვეული ლექტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.03.2016 — განახლებულია 09.02.2025

ვერსიები

როგორ უნდა ციტირება

კოკაია L. . (2025). ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რამდენიმე სტანდარტი. ბიზნესი და კანონმდებლობა, 9(1), 27–30. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/109 (Original work published March 31, 2016)