შრომამ შექმნა ადამიანი?!

ავტორები

  • მზია გოგნიაშვილი

ანოტაცია

ალბათ, არა ერთხელ გსმენიათ: ქართველები იტალიელების მსგავსად, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ხალხი ვართო. არ ვიცი, იტალიელები რას ფიქრობენ, მაგრამ ჩვენ რატომ ვართ დარწმუნებული, რომ ნიჭიერება სიზარმაცეს უნდა ამართლებდეს, გაუგებარია... მავანთა განმარტებით, ქართველები, ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა გაგვაზარმაცა - კლიმატი იდეალურია, წამოწექი ჩრდილში, ხელს გაიწვდი - ხეზე ნაყოფს მოწყვეტ, მოგწყურდება და მიწიდან საოცარი მინერალური წყაროები მოჩუხჩუხებს. მე შენ გეტყვი და ებრაელების მსგავსად, უდაბნოს დამუშავება მოგიწევს, რომ ქვეყანა წალკოტად აქციო! თუმცაღა, მედიცინის ენაზე რომ ვთქვათ, ჩვენი საზარმაცე, არა თანდაყოლილი, არამედ შეძენილი სენია და შრომისმოყვარეობა კაი-გვარიშვილობის დამადასტურებელი თვისება. ჯერ კიდევ, XVII საუკუნეში იტალიელი მისიონერი, არქანჯელო ლამბერტი, წიგნში "სამეგრელოს აღწერა" წერდა: "სამეგრელოში, რაც უნდა დიდი გვარის კაცი იყოს, მთავრიდან დაწყებული, ყველა, დიდი სიამოვნებით მუშაობს თავის ყანებში და მოჰყავს საზრდო". დღეს კი, წარმოგიდგენიათ, იერარქიულად მაღლა მდგომი ადამიანი, თუნდაც, თავის მიწაზე მუშაობდეს? ერთადერთ გამონაკლისს თუ დაუშვებენ, ისიც - ტელეეკრანის წინ! ასე ვთქვათ, საკუთარი პერსონის დემოკრატიულობის "გასაპიარებლად".

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

28.01.2020

როგორ უნდა ციტირება

გოგნიაშვილი M. . (2020). შრომამ შექმნა ადამიანი?!. ბიზნესი და კანონმდებლობა, 1(4), 105–105. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/1046