სტაბილურობის პირობის სპეციფიკა ნავთობისა და გაზის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულებებში
ანოტაცია
სტაბილურობის პირობა (Stabilisation clause) ზოგადი მნიშვნელობით გარკვეული სახელშეკრულებო გარანტიაა, რომელიც ინვესტორს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობის სამომავლო ცვლილებათა შესაძლო ნეგატიური შედეგებისგან აზღვევს. „სტაბილურობის პირობა” შეიძლება ნახსენები იყოს, როგორც სტაბილურობის „კლაუზულა,” „დათქმა,” „მუხლი,” ან „პუნქტი.” ტერმინთა შორის აღნიშნული განსხვავება ფორმალურ ხასიათს ატარებს. იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი ტერმინი მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებულ ერთ-ერთ სახელშეკრულებო პირობას შეადგენს, მიზანშეწონილია წინამდებარე პუბლიკაციაში მისი წარმოდგენილი ფორმით გადმოცემა.
როგორც წესი, ნავთობისა და გაზის საერთაშორისო გადაზიდვის ხელშეკრულებათა მონაწილენი ამა თუ იმ ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პროექტის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი ინვესტორები არიან. მსგავსი სახის საინვესტიციო ხელშეკრულებები მრავალ დებულებასთან ერთად შესაბამისი ქვეყნის მიერ არაერთ განცხადებასა და გარანტიას მოიცავენ, რომლებიც ინვესტორებისათვის მდგრადი, მომგებიანი, უსაფრთხო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას ისახავენ მიზნად. სტაბილურობის პირობა აღნიშნული მიზნის მიღწევის ერთ-ერთ სახელშეკრულებო მექანიზმს განეკუთვნება.
წინამდებარე პუბლიკაციაში გაშუქებულია სტაბილურობის პირობის მნიშვნელობა და მისი ძირითადი სახეები, ენერგო ქარტიის სამდივნოს მიერ შემუშავებული ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან არსებული მოდელური ხელშეკრულებისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და ინვესტორთა ჯგუფს შორის ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან არსებული ხელშეკრულების მაგალითზე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











