რა ელის დოლარს, ევროს, ლარს...
Abstract
ლარის კურსის მიერ 1,8 ნიშნულის გადალახვამ არაჯანსაღი აჟიოტაჟი გამოიწვია საქართველოში. გავრცელდა ხმები, რომ თითქოს კურსის ასეთი სწრაფი ვარდნით სამთავრობო სპეკულანტებმა დიდი `კუში~მოხსნეს და ამით საარჩევნო ხარჯები დაფარეს.
რა ხდება სავალუტო ბირჟის კულუარებში, ამის დადგენა ცოტა ძნელია, მაგრამ ერთი რამ ფაქტია დოლარი მთელი მსოფლიო მასშტაბით ძვირდება და საქართველო ვერ დარჩება გამონაკლისად. თუმცა, გარკვეულ ეჭვებს იწვევს ერთი ფაქტი ლარის კურსი თანაბრად იცვლებოდა 2010 წლის 1 იანვრიდან 30 მაისამდე ამ პერიოდში ლარი სულ რაღაც 10 თეთრით გაუფასურდა 1,6929 დან 1,7847 მდე.
ივნისის თვეში იგივე 10 თეთრით გაუფასურება უკვე 10 დღეში მოხდა 1 დან 10 ივნისამდე კურსი 1,7848 დან 1,8875 მდე შეიცვალა.











