კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

ავტორები

  • ასმათ შამუგია

ანოტაცია

კომუნიკაცია რთული პროცესია, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის ან იდეების გაცვლას ვერბალურად (სიტყვიერად), არავერბალურად (არასიტყვიერად), თუ წერილობით. ეფექტიანი კომუნიკაცია არამარტო ინფორმაციის მიწოდებას წარმოადგენს, არამედ მიღებასაც, რაც ითვალისწინებს მოსმენას, დაკვირვებასა და შეგრძნებას. ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ არა აქვს პრობლემა კომუნიკაციაში, თუმცა, თუ სისტემატურად დავაკვირდებით ჩვენს კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, ხარვეზს აუცილებლად ვიპოვით. პედაგოგს არ შეუძლია წინასწარ განსაზღვროს, თუ როგორი რეაქცია ექნება მოსწავლეს შეთავაზებულ აქტივობაზე, საუბარსა და დასმულ შეკითხვაზე. მასწავლებლის რეაქცია, ვერბალური თუ არავერბალური, ნებისმიერ საკლასო სიტუაციაში გავლენას ახდენს პედაგოგისა და მოსწავლის ურთიერთობაზე. იმისათვის, რომ თანამედროვე განმანათლებელს შესაბამისი რეაქცია ჰქონდეს, სჭირდება კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარ-ჩვევები და აუცილებელია იმის გაგების შესაძლებლობა, თუ რას როგორ აღიქვამენ მოსწავლეები.

ავტორის ბიოგრაფია

ასმათ შამუგია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.05.2013

როგორ უნდა ციტირება

შამუგია ა. (2013). კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(2), 77–81. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/291

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები