სჯობს კანონი დავიცვათ, ვიდრე ცვლილებები შევიტანოთ მასში!
Abstract
ნებისმიერი ჩვენგანი საკუთრების უფლებას აღიარებს და ფიქრობს, რომ საკუთრების უფლე ბა სხვა უფლებათა შორის ერთერთი ძირითადი უფლებაა. არ არსებობს ადამიანი, რომელიც გარკ ვეულ საკუთრებას არ ფლობდეს. საკუთრების ცნე ბა ფართო და გლობალურია და მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგალითად: კერძო საკუთრე ბა, საერთო საკუთრება, სახელმწიფო საკუთრება, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრება. ადამიანს საკუთრებაში შეიძლება ჰქონდეს თით ქმის ყველაფერი როგორც მოძრავი, ისე უძრავი მატერიალური რესურსები და აგრეთვე არამატე რიალური უფლებებიც. ნებისმიერ შემთხვევაში საკუთრების უფლება ვრცელდება ყველა მატერია ლურ და არამატერიალურ რესურსზე, მოპოვებუ ლი იქნება თუ წარმოებული, მოძრავი თუ უძრავი, მატერიალური თუ არამატერიალური.











