ბუღალტრული აღრიცხვისა და ტურიზმის მენეჯმენტის თანამედროვე პროფესიული სინთეზი
საკვანძო სიტყვები:
ტურიზმი, მენეჯმენტი, აღრიცხვა, ანალიზი, აუდიტი, სინთეზიანოტაცია
სამეცნიერო ნაშრომში წარმოდგენილია ტურიზმის, როგორც XXI საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების, საკმაოდ რენტაბელური დარგის როლი და მნიშვნელობა, ამავე დროს როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ეკონომიკისა და ბიზნესის წარმატებული განვითარების მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინაიდან ტურიზმის აღორძინება პირდაპირ კავშირშია სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ სფეროებთან, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად განაპირობებს სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ კავშირებს და გვევლინება, როგორც დარგთაშორისი კომპლექსი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში ერთდროულად ორმაგ (როგორც საწარმოო, ისე არასაწარმოო) ფუნქციას ასრულებს. აქედან გამომდინარე, ნაშრომში მოცემულია ტურიზმის, როგორც მაღალი მულტიპლიკატური ეფექტის მქონე დარგის როლი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონების ეკონომიკური განვითარების საქმეში. იგი გარკვეულწილად სტიმულატორის (კატალიზატორის) როლს ასრულებს. ამიტომ აღნიშნულ დარგს, ეკონომიკის სხვა სფეროებთან შედარებით, მეტად მნიშვნელოვანი დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტის მოტანა შეუძლია. ნაშრომში გაანალიზებულია ტურსაწარმოების ეფექტური ფუნქციონირების მექანიზმები აღრიცხვის, ანალიზის, აუდიტისა და ტურიზმის მენეჯმენტის პროფესიული სინთეზის თანამედროვე მიდგომებით. ასევე წარმოდგენილია ანალიზის სახეების კლასიფიკაცია, რომელთაგან განსაკუთრებული აქცენტი კეთდება აუდიტორულ (ბუღალტრულ) ანალიზზე, რომელიც ზოგადად წარმოადგენს სამეურნეო ერთეულების ფინანსური “ჯანმრთელობის” ექსპერტულ დიაგნოსტიკას და საკმაოდ აპრობირებული, ასევე აღიარებული მეთოდია მსოფლიო პრაქტიკაში, შესაბამისად საქართველოშიც. იგი ტარდება აუდიტორების მიერ სამეურნეო ერთეულების მიერ არსებული ფინანსური მდგომარეობის შესწავლისა და პროგნოზირების მიზნით.
როგორც მსოფლიო პოლიტიკა უჩვენებს, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარების, აგრეთვე ცალკეული ეკონომიკური სუბიექტების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის ეკონომიკური სისტემის სტაბილურობას, რისი მიღწევის ერთ-ერთ პირობას აღრიცხვისა და ანალიზის მწყობრი სისტემის შექმნა წარმოადგენს, რომლის გარეშეც ეკონომიკური აღმავლობა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, საქართველოს ტურისტულ საწამოებში ზემოთ აღნიშნული სისტემის გამოყენება იქნება ტურსაწარმოების ეფექტური ფუნქციონირების გარანტი.
წყაროები
ლ. კოჭლამაზაშვილი. ტურიზმის ეკონომიკა. თეუსუ, თბ., 2009 წ.;
ნ. ძიმცეიშვილი, ნ. გვარამია, მ. ნაჭყებია. ფინანსური ანგარიშგება. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2007 წ.;
ზ. ლიპარტია, ნ. გვარამია, ე. ლანჩავა. ეკონომიკური ანალიზი, თბ., 2007 წ.;
ნ. გვარამია. აღრიცხვისა და ანალიზის ძირითადი ასპექტები საქართველოს ტურისტულ საწარმოებში. შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აჭარის არ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. II საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, ტურიზმი: ეკონომიკა და ბიზნესი. 4-5 ივნისი, ბათუმი; 2011 წ. გვ. 619-624.;
ნ. გვარამია. მსოფლიო ტენდენციების ანალიზი ბუღალტრისა და აუდიტორის პროფესიაში. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი „მოამბე“. თბ., 2019 წ. გვ. 54-57;
ნ. გრძელიშვილი, რ. გრძელიშვილი. ბრენდინგის როლი რეგიონის ტურისტული მიმზიდველობის ფორმირებაში. საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი და რეცენზირებადი პრაქტიკული ჟურნალი“მოამბე“, № 20,2014 წ. გვ. 83-85;
ნ. გრძელიშვილი, ევროკავშირის ქვეყნების რეგიონული პოლიტიკა. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2019 წ.
ნ. გრძელიშვილი. რელიგიური ტურიზმი. გამომცემლობა „კენტავრი“, თბ., 2018 წ.
საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ. 2016 წლის 8 ივნისი;
საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025;












