კანონი დახვეწას და ქვედინებებისგან გათავისუფლებას საჭიროებს!

Authors

  • ნიკო ბაკაშვილი

Abstract

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში განახლდა დისკუსიები „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია,საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა მიიღოს კანონის ახალი რედაქცია (ცვლილებებისა და დამატებების პროექტი გამოქვეყნებული იყო ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის" წინა ნომერში)

პროფესიული ორგანიზაციების დამოკიდებულება აღნიშნული ცვლილებების მიმართ განსხვავებულია. კერძოდ: „აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციაში" ფიქრობენ, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში გარკვეული წინსვლა იქნება. თუმცა, მისი ცალკეული დებულებები დახვეწას საჭიროებს.

გთავაზობთ, კანონპროექტის მიმართ „აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის"პოზიციას და შენიშვნებს, რომელიც განხილვისათვის გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.

Author Biography

ნიკო ბაკაშვილი

საქართველოს აუდიტორთა, ბუღალტერთა და ფინანსურ მენეჯერთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

Downloads

Published

2012-05-31

How to Cite

ბაკაშვილი ნ. (2012). კანონი დახვეწას და ქვედინებებისგან გათავისუფლებას საჭიროებს!. Business and Legislation, 6(2), 41–44. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/283