ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული სერთიფიცირების სრულყოფის გზები

Authors

  • ლევან გრიგალაშვილი

Abstract

თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში გარე მომხმარებელთათვის განკუთვნილი ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის გამჭვირვალობა და სისრულე დიდად არის დამოკიდებული ზოგადად ქვეყანაში ბუღალტრული აღრიცხვის, როგორც სისტემის განვითარებაზე. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ უკავშირდება პროფესიული საბუღალტრო კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემას, მათ პროფესიულ სერთიფიცირებას. უკანასკნელ პერიოდში ამ პრობლემამ მთელი სიგრძე-სიგანით იჩინა თავი, რაც ამ სფეროს რეგულირებაში დაშვებულმა სერიოზულმა ხარვეზებმა განაპირობა.

საკითხის შესწავლით ირკვევა, რომ პროფესიული სერტიფიცირების სფეროში მოქმედ მარეგულირებელ წესებსა და ნორმებში ბევრი რამ არის მოსაწესრი- გებელი. ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით პროფესიონალი ბუღალტერი ცალკე პროფესიად განიხილებოდა და აუდიტორი — ცალკე პროფესიად, რაც მრავალ ქვეყანაში ერთ პროფესიად განიხილება. აქედან გამომდინარე განსხვავებული იყო ბუღალტრის და აუდიტორის პროფე- სიული სერთიფიცირების წესები.

Author Biography

ლევან გრიგალაშვილი

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს აუდიტორთა კავშირის წევრი.

Downloads

Published

2014-09-30

How to Cite

გრიგალაშვილი ლ. (2014). ბუღალტერთა და აუდიტორთა პროფესიული სერთიფიცირების სრულყოფის გზები. Business and Legislation, 7(4), 75–78. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/180