კადასტრი
Abstract
კადასტრი ფრანგული სიტყვაა და აღ- წერას, რაიმეს შესახებ არსებული მონაცემთა კრებულს ნიშნავს. ამასთან, ის გულისხმობს ამა თუ იმ ბუნებრივი ობიექტების შესახებ ძირითადი მონაცემების სისტემატიზებულ ერთობლიობას.
არსებობს მიწის (უძრავი ქონების), წყლის, ტყის, წიაღის და სხვა სახის კადასტ- რები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოძიებულია მიწის კადატრის წარმოების საფუძვლები, რომელიც დათარიღებულია 3000-4000 წლით ჩვენს წელთაღრიცხვამდე. თურქეთში ინახება თიხის ფირფიტებზე აღნიშნული უძველესი კადასტრული რუქა. მესამე საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხ- ვამდე რომის იმპერიაში ხდებოდა მიწის აღრიცხვა. ევროპის ქვეყნებში მიწის კადასტრის წარმოება დაიწყეს მე-8 საუკუნეში. საქართველოში საკადასტრო სამუშაოები ჩატარდა მე-13 საუკუნეში მონღოლების მიერ მოსახლეობის ხარკის გასაწერად. მე- 18 საუკუნის დასაწყისში 1705-1709 წლებში დაწერილი ვახტანგ VI სამართლის წიგნში მოცემულია მიწის კადასტრი.











