თბილისში გასაქირავებელი ბინების ეკონომეტრიკული ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/bal/2024.02.13საკვანძო სიტყვები:
ბინათმშენებლობა, ეკომეტრია, გასაქირავებელი ბინებიანოტაცია
ბინათმშენებლობის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ამიტომ უძრავი ქონების ბაზრის სრულყოფილი ანალიზი აუცილებელია შესაბამისი პოლიტიკის გასატარებლად და რესურსების ეფექტიანად განაწილებისთვის. ნაშრომის მიზანია გამოიყენოს რეგრესიული ანალიზის მეთოდები იმის გამოსავლენად, თუ როგორ მოქმედებს ბინის სხვადასხვა მახასიათებელი გაქირავების ფასზე თბილისში. ეკონომეტრიკული აპარატის გამოყენება საცხოვრებელი ბინების გაქირავების ფასების შესწავლისას მნიშვნელოვანია არამხოლოდ პრაქტიკული, არამედ თეორიული თვალსაზრისითაც. კვლევაში გამოყენებულია, როგორც რაოდენობრივი, აგრეთვე თვისებრივი ცვლადები. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბინის გასაქირავებელ ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბინის საერთო ფართი და მეტროსთან სიახლოვე. მოცემული კვლევა სასარგებლო იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებიც ცდილობენ შეარჩიონ ოპტიმალური ბინები. კვლევის შედეგები საინტერესო იქნება აგრეთვე დეველოპერებისა და პოლიტიკის გამტარებლებისთვისაც.
წყაროები
ანანიაშვილი ი., ეკონომეტრიკა (2014), თბილისი, თსუ, მერიდიანი;
უძრავი ქონების პორტალი საქართველოში, ბინები, ყიდვა გაყიდვა გაქირავება - MyHome.ge;
ბინები, უძრავი ქონება, ყიდვა გაყიდვა Binebi.Ge.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2024 ბიზნესი და კანონმდებლობა

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











