მოზარდების გაძლიერება: პროფორიენტაცია და კარიერული კონსულტირება სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან

ავტორები

  • თამარ კაჭარავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/bal/2024.02.11

საკვანძო სიტყვები:

კარიერის მართვა, პროფორიენტაცია, კარიერული კონსულტირება, პროფესიული არჩევანი, თვითგამორკვევა

ანოტაცია

თანამედროვე სამყაროში ყოველდღიურად იზრდება კარიერის დაგეგმვის საჭიროება და მნიშვნელობა. სამუშაო ბაზრის დინამიკამ, ტექნოლოგიების განვითარებამ და მუდმივად ცვალებადმა გლობალურმა ეკონომიკამ, აუცილებელი გახადა ინდივიდის აქტიური მონაწილეობა საკუთარი პროფესიული და კარიერული გზის ფორმირებაში.  21-ე საუკუნის 20-იან წლებში  კარიერის მართვა თანამედროვე სამუშაო გარემოს სირთულეებთან გამკლავებაში სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს, ამიტომ პროფორიენტაციის საკითხი  საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს მოსწავლეთა მომავალი კარიერული ტრაექტორიების ჩამოყალიბებაში, ხელს უწყობს  უფსკრულის შემცირებას მოზარდების მისწრაფებებსა და სამუშაო ბაზრის რეალობას შორის, მხარს უჭერს მოსწავლეთა ინტერესების, უნარებისა და ღირებულებების შესატყვისი პროფესიული არჩევანის გაკეთებას.

წინამდებარე ნაშრომი განიხილავს კარიერის მართვის როლს, მნიშვნელობას, გამოწვევებს და ინტერვენციის ფორმატს სკოლის საშუალო საფეხურზე და ფოკუსირებულია ამ სფეროში არსებული თანამედროვე კვლევების მიმოხილვაზე, სადაც გაანალიზებულია კარიერის მართვაში გამოყენებული სხვადასხვა სტრატეგიები, ხაზგასმულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურზე პროფორიენტაციის სარგებელი და კარიერის დაგეგმვის სფეროში არსებული გამოწვევები. წინამდებარე ნაშრომი ეყრდნობა რამდენიმე ავტორის სამეცნიერო კვლევას, ადარებს მათ პერსპექტივებსა და დასკვნებს, რათა უზრუნველყოს პროფორიენტაციისა და კარიერის განვითარების  მნიშვნელოვანი ასპექტების მიმოხილვა და ხედვის ჩამოყალიბება საქართველოს კონტექსტში.

ავტორის ბიოგრაფია

თამარ კაჭარავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 ბიზნესის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების  დოქტორანტი

წყაროები

ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სტრატეგია 2024-2030 წწ., განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, 2023, დანართი, გვ 12-23, https://www.mes.gov.ge/uploads/files/3532-788568-786.pdf;

კარიერის დაგეგმვის სახელმძღვანელო, მომზადებულია ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტის, პროფესორ ფუსუნ აკოკის მიერ. თბილისი, საქართველო ნოემბერი, 2015, გვ11-17 http://glcschool.ge/wp-content/uploads/2018/12/.pdf;

Arthur, M. B., Hall, D. T., & Lawrence, B. S. (1989). Handbook of Career Theory. Cambridge University Press. (pp. 1–24, 121–146, 25-45.);

Hirschi, A. (2018). Career self-management: Balancing work and learning in a changing world. Career Development Quarterly, 66(3), pp.193–208. https://doi.org/10.1002/cdq.12129;

Krumboltz, J. D. 1996. “A Learning Theory of Career Counseling.” Pp. 55-80 in Handbook of Career Counseling Theory and Practice, edited by M. L. Savickas and W. B. Walsh. Palo Alto, CA: Consulting Psychologists Press;

Perry, J. N. and Butcher, J. N. 1999. “Butcher Treatment Planning Inventory (BTPI): An Objective Guide to Treat ment Planning.” Pp. 1157-1171 in The Use of Psycho logical Testing for Treatment Planning and Outcomes Assessment, 2d ed., edited by M. E. Maruish. Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum;

Robles, M. M. (2012). Executive perceptions of the top 10 soft skills needed in today’s workplace. Business Communication Quarterly, 75(4), 453–465. https://doi.org/10.1177/1080569912460400;

Sampson, J. P., Reardon, R. C., Peterson, G. W., & Lenz, J. G. (2020). The Cognitive Information Processing Approach to Career Decision-Making: Applying the Model in High School Settings. Journal of Career Development, 47(3), 234-247;

Savickas, M. L. (2013). The theory and practice of career construction. Career Development Quarterly, 61(1), pp.11–22. https://doi.org/10.1002/j.2161-0045.2013.tb00968.x;

Savickas, M. L., & Porfeli, E. J. (2012). Career Adapt-Abilities Scale: Construction, reliability, and measurement equivalence across 13 countries. Journal of Vocational Behavior, 80(3), pp.661–673. https://doi.org/10.1016/j.jvb.2012.01.011;

Sharf, R. S. (2020). Applying career development theory to counseling (7th ed.). Cengage Learning;

Toni, A., & Vuorinen, R. (2020). Lifelong Guidance in Finland: Key Policies and Practices. In E. Hagaseth Haug, T. Hooley, J. Kettunen, & R. Thomsen (Eds.), Career and Career Guidance in the Nordic Countries (pp. 127-143). Brill. Career Development Series, 9. https://doi.org/10.1163/9789004428096_009;

Watts, A. G., & Sultana, R. G. (2020). Career guidance policies: Global challenges and local responses. International Journal of Educational Development, 72, 102124. https://doi.org/10.1016/j.ijedudev.2019.102124.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

27.12.2024

როგორ უნდა ციტირება

კაჭარავა თ. . (2024). მოზარდების გაძლიერება: პროფორიენტაცია და კარიერული კონსულტირება სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. ბიზნესი და კანონმდებლობა, 17(2), 84–88. https://doi.org/10.52340/bal/2024.02.11