როგორ მონაწილეობს უცხოელი ინვესტორი კომპანიის შექმნაში და ფუნქციონირებაში

ავტორები

  • ხათუნა ბარბაქაძე

ანოტაცია

საქართველოს განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის დიდი პოტენციალი აქვს. ამის მიღწევა შესაძლებელია კონკურენტუნარიანობის ზრდის შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრით და განვითარების იმ პერსპექტივების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანას გააჩნია. სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც დანაზოგების ზრდას, ასევე უცხოური კაპიტალის შემოდინებას. ამასთან, დანაზოგების ზრდისთვის მნიშვნელოვანია, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე, გამჭვირვალე და ეფექტიანი მექანიზმები ინვესტიციებისა და დანაზოგების დასაცავად. უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი მოცულობის მიღწევისთვის აუცილებელია ეფექტიანი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბება. უცხოური ინვესტიციების შემოდინება განაპირობებს ინვესტიციების ზრდას, ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციას, მათი ვადიანობის ზრდას და ცოდნის და ტექნოლოგიების განვითარებასა და გაფართოებას. შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.

ავტორის ბიოგრაფია

ხათუნა ბარბაქაძე

ასოცირებული პროფესორი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.10.2016

როგორ უნდა ციტირება

ბარბაქაძე K. (2016). როგორ მონაწილეობს უცხოელი ინვესტორი კომპანიის შექმნაში და ფუნქციონირებაში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 9(4), 18–21. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/80