ადამიანური კაპიტალის განვითარება და საგადასახადო დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში
ანოტაცია
ქვეყნის ეკონომიკური სისტემის ფუნქციონირების ეფექტურობა და სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გატარებულ სწორ საგადასახადო პოლიტიკაზე და ქვეყანაში არსებულ განათლების დონეზე. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ეფექტური საგადასახადო რეგულაციები სტიმულს აძლევენ სამეწარმეო სექტორს და ხელს უწყობენ მათი ქცევის ჩამოყალიბებას.
ჩვენს მიერ დასმული საკითხები ერთ-ერთი აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის საგანმანათლებლო სფეროს წახალისებისათვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის და ბიზნეს გარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებისათვის.
ნაშრომში განხილულია საგადასახადო დაბეგვრის ლიბერალიზაციის ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რომლის გადაწყვეტის შემთხვევაში მოხდება ადამიანური კაპიტალის ზრდა, რაც თავისთავად აისახება ქვეყანის ეკონომიკურ წინსვლაში.
წყაროები
საქართველოს კონსტიტუცია, 27-ე მუხლი;
საგადასახადო კოდექსი;
https://www.worldbank.org/en/home;
https://www.indexmundi.com/facts/indicators/HD.HCI.OVRL/rankings;
ევროპის სოციალური ქარტია. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი https://matsne.gov.ge/ka/document/view/1392164?publication=0;












