ინოვაციურობა და დემოკრატიული პროცესი

ავტორები

  • დავით ზაქარაია
  • მაია წურწუმია

ანოტაცია

სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესი, როგორც განვითარების ინფორმაციული ფორმის უმთავრესი კომპონენტი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინოვაციური პროცესის სახით ჰპოვებს ასახულობას. ინოვაციურობა თავის მხრივ წარმოადგენს კომპლექსური ხასიათის მო- ვლენას, რომელიც აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლო- გიას, ასევე ეკონომიკურ და მმართველობით საკითხებს. ვინაიდან ტექნოლოგიები ადამიანის მუნყოფიერების უკლებლივ ყველა სფეროში შეღწევადობის მაღალი დონით ხასიათდება, სწრაფი საზოგადოებრივი პროგ- რესი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად წარმატებით ხორციელდება სწორი ინოვაციური პოლი- ტიკა. ამ პროცესს, როგორც წესი განსხვავებული სახე და სპეციფიურობა გააჩნია მაგრამ უალტერნატიოა, რომ ინფორმაციულ ეპოქაში სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციური აქტიობის სტიმულირება სახელმწიფოებრივ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ინოვაციურობა, როგორც აღვნიშნეთ, რთული და მრავა- ლწახნაგოვანი პროცესია, მის თითოეულ კომპონენტს განსაზღვრული როლი ეკისრება საბოლოო შედეგის მიღებაში თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმაციულ საზოგადოებაში, რომელიც “ინოვაციური სიჭარბით” ხასიათდება, “სიახლეების სოციალიზაციის” ტრადი- ცული ფორმები არასაკმარისია. ამდენად მხოლოდ სა- ზოგადოების ინოვაციური კულტურისა და ინოვაციური პოლიტიკის დონის ამაღლების შემთხვევაშია შესაძლე- ბელი ,,სიახლეებზე ორიენტირებული” ინსტიტუტების ჩამოყალიბება.

ავტორის ბიოგრაფიები

დავით ზაქარაია

ფილოსოფიის დოქტორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

მაია წურწუმია

პოლიტიკის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტი

წყაროები

Гидденс Э. Усколзающий мир. М.2004;

Белл Д. Грядущее постиндустриальное общество. М.1999;

http://www.archipelag.ru/geoeconomics/osnovi/leader/theory/;

http://www.archipelag.ru/geoeconomics/osnovi/leader/theory/;

http://christsocio.info/content/view/949/124/.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

10.10.2022

როგორ უნდა ციტირება

ზაქარაია D., & წურწუმია M. (2022). ინოვაციურობა და დემოკრატიული პროცესი. ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(2), 88–91. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/765