როგორ ჩაითრიეს უკრაინა საბჭოთა კავშირში
ანოტაცია
მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის იმპერიის დაშლამ, ლენინის ბოლშევიკურ პარტიას, რომელიც მანამდე გამუდმებით აცხადებდა ლოზუნგებს ერების თვითგამორკვევის უფლების შესახებ, საშუალება მისცა ხელში ჩაეგდო ძალაუფლება და ოდესღაც მის მიერ დამონებულ ერებზე დაეწყო მოსკოვის ჰეგემონიის ახალი აღორძინების პროცესი. ბოლშევიკი ნეოიმპერიალისტების ძალისხმევა მიმართული იყო, უპირველეს ყოვლისა, დაემორჩილებინა აღორძინებული უკრაინის სახელმწიფო, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ყველა მატერიალური საშუალებისა და ადამიანური რესურსის მოპოვება. მას შემდეგ, რაც უკრაინის სახალხო რესპუბლიკამ უარი თქვა თავისი პროდუქციის უსასყიდლოდ მიწოდებაზე რუსეთის სამრეწველო ცენტრებისთვის, საბჭოთა რუსეთმა გამოაცხადა ომი, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც მშრომელი მასების ინტერესების დაცვა. გარდა ამისა, რუსმა ბოლშევიკებმა ხარკოვში შექმნეს მარიონეტული უკრაინის სახალხო ხესპუბლიკა, რომლის საფარქვეშ ახორციელებდნენ თავიანთ აგრესიას. უკრაინის სსრ-ის ეგრეთ წოდებული მუშა-გლეხური მთავრობა გახდა უკრაინის მიწების სრულმასშტაბიანი ოკუპაციის წამყვანი ცენტრი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩახშობის შემდეგ, მათი განმგებლობა მთლიანად გადავიდა მოსკოვის დაქვემდებარებაში სსრკ-ის არალეგიტიმური გამოცხადების გამო.
წყაროები
В. І. Ленін про Україну. Київ: Політвидав України, 1977;
Известия ЦК КПСС;
Политбюро ЦК РКП (б) – ВКП (б). Повестки дня заседаний 1919 – 1952. Каталог. - М., 2000;
Сергійчук В. Нариси з історії України. – Київ: Ліра, 2021;
Українська РСР на міжнародній арені. – Київ: Наукова думка, 1966;
Центральний державний архів вищих органів влади та управління України;
Центральний державний архів громадських об’єднань України.











