მინერალური რესურსებისა და საბადო მარაგების სტანდარტების მნიშვნელობა სამთო წარმოების განვითარებაში

ავტორები

  • როდენ მემარნიშვილი

ანოტაცია

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მინერალური რესურსის ცნება. მინერალური რესურსი წარმოადგენს უძრავი მატერიალური ქონების ფორმას, რომლის ყიდვა/გაყიდვა, გასხვისება, გაქირავება, ან მემკვიდრეობით გადაცემა არის შესაძლებელი. დღესდღეობით, საქართველოში გამოიყენება წიაღისეული რესურსების ცნება, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არის შემორჩენილი. წიაღისეული რესურსების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ სასარგებლო წიაღისეული არის მიწის ქერქში არსებულ მინერალური წარმონაქმნები, რომლებიც გამოიყენება წარმოებაში. ამდენად, საქართველოში დამკვიდრებული სასარგებლო წიაღისეულის ცნება, რომელიც გამოიყენება საქართველოს საკანონმდებლო აქტებსა და სახელმწიფო სამსახურების დადგენილებებში, არ შეესაბამება თანამედროვე საბაზრო მაკროეკონომიკურ მიდგომებს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.03.2017

როგორ უნდა ციტირება

მემარნიშვილი R. . (2017). მინერალური რესურსებისა და საბადო მარაგების სტანდარტების მნიშვნელობა სამთო წარმოების განვითარებაში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 10(1), 54–60. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/76