მასლოუს თეორიული შეხედულებების კრიტიკული შეფასებები

ავტორები

  • მიხეილ გაგნიძე

ანოტაცია

 სტატიში წარმოადგენილია მასლოუს ადამიანის მოთხოვნილებათა იერარქიის კრიტიკული შეფასება. მასში აქცენტები კეთდება მოთხოვნილებათა იმ იერარქიებზე, რომლებშიც განსხვავებული მოსაზრება, შესაძლოა, არსებობდეს. მაგალითად, მასლოუს პირამიდა არ ითვალისწინებს ინდივიდის მახასიათებლებს და ყველა ადამიანის მიმართ განსაზღვრავს მოთხოვნილებათა იერარქიის ერთნაირ სტრუქტურას. ეს გარემოება იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მასლოუს პირამიდა არ შეესაბამება ინდივიდების რეალურ მოთხოვნილებებს. მასლოუს თეორია არ ეფუძნება მის მირ ჩატარებული კვლევის შედეგებს ინდივიდის მოთხოვნილებების თაობაზე. იგი მეტწილად ეყრდნობა იმ ნაშრომებს, რომლებიც ფსიქოლოგიის დარგში შექმნეს ადლერმა, ფროიდმა და სხვა ფსიქოლოგებმა. ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ იგი არ გამოხტავდეს ინდივიდის მოთხოვნილებების რეალურ იერარქიას. მასლოუს მოთხოვნილებების პირამიდა იერარქიულია, რაც ნიშნავს, რომ ერთი საფეხურის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება მხოლოდ წინარე საფეხურის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ არის შესაძლებელი. თუმცა დღემდე არ არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლების საფუძველზეც დადასტურდებოდა ამ მოსაზრების  მართებულობა. წარმოდგენილ სტატიაში სწორედ მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიის აღნიშნული მხარეებია განხილული. ნაშრომში მოყვანილი მოსაზრებები  ეფუძნება მასლოუს 1943 წლის სტატიას მოთხოვნილებათა იერარქიის შესახებ. სტატიის მიზანია მასლოუს თეორიის შეზღუდვების გამოვლენა და მათი ანალიზი.

ავტორის ბიოგრაფია

მიხეილ გაგნიძე

სსუ ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების დოქტორანტი

წყაროები

კატუკია, ა., მოტივაციის კვლევა შედარებით მენეჯმენტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2018;

მელიქიშვილი, მ., მოტივაცია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბ., 2013;

საყვარელიძე, ს., მოტივაციის ზრდის სტრატეგიები საქართველოს საჯარო უწყებებში, თბ., 2018;

ფრომი, ე. ფსიქოანალიზი და რელიგია, გამომცემლობა ,,პეგა“, თბ., 2015;

ფრომი, ე., დოგმატი იესო ქრისტეზე, გამომცემლობა ,,პეგა“, თბ., 2015,120;

A theory of human motivation, Maslow, A., H., Psychological Review, 50, 1943, 370-396;

Fowler, S., What Maslow’s Hierarchy Won’t Tell You About Motivation, Harvard Business Review, 2014; retrived from https://hbr.org/2014/11/what-maslows-hierarchy-wont-tell-you-about-motivation;

McLeod, S, A., Maslow's Hierarchy of Needs, Highgate Counselling Center, 2013;

Uysal, T., Aydemir, S., Genc., E., Maslow,s Hierarchy of Needs in 21st Century: the examination of vocational differences, Researches on Science and Art in 21st Century Turkey, Volume 1, 2017;

Haque, F., Haque, M., Islam, M., Motivational Theories – A Critical Analysis, ASA University Review, Vol № 8, №1, 2014;

http://www.insource.ge/ge/node/590:

http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

04.07.2022

როგორ უნდა ციტირება

გაგნიძე M. . (2022). მასლოუს თეორიული შეხედულებების კრიტიკული შეფასებები . ბიზნესი და კანონმდებლობა, 15(1), 58–61. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/745