ონლაინ სესხები საქართველოში

ავტორები

  • სალომე ყანჩაველი

ანოტაცია

სტატიის მთავარი მიზანია საქართველოს ონლაინ სესხების ბაზრის მიმოხილვა, რათა ნათლად დავინახოთ და შევაფასოთ მიმდინარე მდგომარეობა. ონლაინ სესხები აქტუალურია დღევანდელ საქართველოში, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. თეორიულად იმიტომ, რომ ახალი მოვლენაა და ცუდადაა შესწავლილი: საქართველოში არ არსებობს შესაბამისი ლიტერატურა და/ან კვლევა, რომელიც ამ საკითხს ამომწურავად ეხება, ასევე არ მოიპოვება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები. ინფორ- მაციის მიღება მხოლოდ მასმედიაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი; ხოლო მისი პრაქტიკული მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ მან უკვე მოიცვა ქვეყნის მოსახლეობის სრული უმრავლესობა (ორგანიზაცია „კრედიტინფოს” მონაცემებით 4 მილიონი ჩანაწერია აღნიშნულ სესხებთან დაკავშირებით), გახდა სოციალური არასტაბილურობის წყარო, ფულის კრიმინალური „ამოღების” მოტივატორი და ა.შ. ამ ბაზარზე დღესდღეობით მრავალი პრობლემა აღინიშნება, რომელიც დაკავშირებულია ბაზრის გაკონტროლებასთან და მის გარკვეულ „ჩარჩოში” მოქცევასთან. აღნიშნული პრობლემის მოგვარების უმთავრესი გზა კი ცვლილებებია საკანონმდებლო რეგულაციებში, რომელიც ძალაში 2017 წლის 15 იანვარს შევიდა.

ავტორის ბიოგრაფია

სალომე ყანჩაველი

ეკონომიკის მაგისტრი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.03.2017

როგორ უნდა ციტირება

ყანჩაველი S. . (2017). ონლაინ სესხები საქართველოში. ბიზნესი და კანონმდებლობა, 10(1), 45–47. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/74