მცდარ ექსპერიმენტში გაჯიუტებულნი...
საკვანძო სიტყვები:
დამატებული ღირებულების გადასახადი(დღგ), მუნიციპალური ბიუჯეტი, გამოთანაბრებითი ტრანსფერი, საზიარო გადასახადიანოტაცია
სტატიაში დასაბუთებულია, რომ 2019 წლიდან თვითმმართველობებისათვის გათანაბრებითი ტრანსფერისა და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, დამატებული ღირებულების გადასახადის 19 %-ის გადაცემა, იყო შეცდომა. შეცდომა იყო ე.წ. დღგ-ზე გარდამავალი პერიოდის (2019-2023 წწ) გამოცხადება და მის ფარგლებში განხორციელებული ექსპერიმენტი, რომლითაც ფაქტობრივად გაუქმდა თვითმმართველობის თითქმის 30 - წლიანი რეფორმის მნიშვნელოვანი შედეგები: გათანაბრებითი ტრანსფერის ინსტიტუტი და შეწყდა საშემოსავლო გადასახადის საერთო - სახელმწიფო გადასახადიდან ადგილობრივი გადასახადების კატეგორიაში გადაყვანის პროგრესი. „COVID -19-ის“ პანდემიის გამო შექმნილ კრიტიკულ სიტუაციამ გამოამჟღავნა ამ ექსპერიმენტის პანდემიამდეც არსებული სისტემური ნაკლოვანებები. დღგ-ს გადასახადის შემცირებამ გამოიწვია ყველა მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პრობლემები. საქართველოს ყველა მუნიციპალურმა ბიუჯეტმა განიცადა შემცირება. გარდა მუნიციპალიტეტების ფინანსური ზარალისა, აღნიშნულმა ექსპერიმენტმა შეაფერხა ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციის თვითმმართველობების თანაბარი სოციალურ - ეკონომიკური და დემოგრაფიულ განვითარების მოთხოვნის რეალიზება. მან აგრეთვე დაამუხრუჭა ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესაბამისი ფინანსური გათანაბრების პოლიტიკის განხორციელება;
წარმოდგენილ ნაშრომში მოცემულია რეკომენდაცია, რომ სასწრაფოდ შეჩერდეს შეცდომებზე აგებული ექსპერიმენტი, რომელმაც არ გაამართლა და განხორციელდეს საკანონმდებლო რევერსი. აღდგეს გამოთანაბრებითი ტრანსფერი - ობიექტურ, პოლიტიკურ მიზნებსა და სტანდარტებზე დაფუძნებული გაანგარიშების ახალი ფორმულით. საშემოსავლო გადასახადს საერთო-სახელმწიფო გადასახადის ნაცვლად, ადგილობრივი გადასახადის კლასიფიკაცია მიენიჭოს.
წყაროები
COVID-19 -ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიში. 2020, თბ., https://stopcov.gov.ge/Content/files/Government--report.pdf;
გრძელვადიანი სტრატეგია დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობისგანვითარებისათვის 2017-2029. ძირითადი ორიენტირები-file:///C:/Users/User/Desktop/decentralizaciis%20orientirebi.pdf;
ადგილობრივი თვითმმართველობა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის საჭიროებათა კვლევა. 2018, თბ., მიხეილ ჯიბუტი, დავით ზარდიაშვილი, დავით ჯიქია, file:///C:/Users/User/Desktop/mjUNDP/%E1%83%9B%E1%- 83%AF%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AD%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1-%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%99%E1%83%95%-E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90.pdf;
Бюджетирование в условиях кризиса: рекомендации относительно подготовки бюджета на 2021 год .Клод Вендлинг, Лора Доэрти, Тереза Курристин, Фазир Шейк Рахим, Винсент Танг и Бруно Эмбер-file:///C:/Users/User/Desktop/ru-special-series-on-covid-19-budgeting-in-a-crisis-guidance-for-preparing-the-2021-budget.pdf;
Лавровский Б.Л. Германская модель регионального выравнивания https://cyberleninka.ru/article/n/germanskaya-model-regionalnogo-vyravnivaniya/viewer;
Fiscal Equalization in OECD countries, https://www.oecd.org/ctp/federalism/39234016.pdf;
საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, სხვა სახელმწიფო და სამთავრობო უწყებებისა და დაწესებულებების ოფიციალური ინტერნეტრესურსები.











