აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გაწეული დაფინანსების სტატისტიკური მაჩვენებლების დინამიკა და ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
ანგარიშგება, სპეციალიზირებული ანგარიშგება, ბიუჯეტი, ბენეფიციარიანოტაცია
საქართველოში აუტიზმს „ახალგაზრდა დიაგნოზს“ უწოდებენ. მაშინ, როცა განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე შექმნეს ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის მრავალფეროვანი პროგრამები, რომლებიც გულისხმობს როგორც 18 წლამდე, ისე ზრდასრულ ასაკში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებზე ზრუნვას. კვლევებმა აჩვენა, რომ დროული ჩარევით და რამდენიმეწლიანი სისტემატიური მუშაობით შესაძლებელია, აუტიზმის მქონე პირების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს.
სტატიაში საუბარია ჯანდაცვის სისტემაში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების ფორმებსა და მეთოდებზე, განხილულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში 2016-2019 წლებში გაწეული აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის სტატისტიკური მაჩვენებლები.
წყაროები
2016 – 2019 წლების ქალაქ თბილისის ბიუჯეტი;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2016 -2018 წლების სტატისტიკური კრებულები;
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვებ. გვერდზე http://tbilisi.gov.ge/ განთავსებული ინფორმაცია.











