სამედიცინო (სარეაბილიტაციო) ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში პანდემიისა და პოსტპანდემიურ პერიოდში
საკვანძო სიტყვები:
პანდემია, კორონავირუსი, რეკრეაცია, რეაბილიტაცია, სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსები, სამკურნალო ფაქტორიანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოში კოვიდ-19-ით გამოწვეული პრობლემები და მასთან ბრძოლის დადებითი გამოცდილება. ხაზგასმულია, რომ ქვეყანამ წარმატებით გაართვა თავი ვირუსით გამოწვეულ სიძნელეებს.
აღნიშნულია, რომ საქართველოს სამედიცინო-სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარების კარგი პერსპექტივა გააჩნია. ქვეყანაში მრავლად არის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ობიექტები, სივრცეები და შესაძლებლობები, რითაც შეიძლება მოიზიდოს მკურნალობისა და ჯანმრთელობის რეაბილიტაციის მსურველი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი და ვიზიტორი.
ნაჩვენებია, რომ ქვეყანა დაყოფილია 11 კლიმატურ და 12 საკურორტო-რეკრეაციულ რაიონად, სადაც მდებარეობს 100-ზე მეტი კურორტი და 180-მდე საკურორტო ადგილი, რომელთა კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს მთავარი სამკურნალო ფაქტორი. ცხრილების სახით მოცემულია მოკლე ცნობები საქართველოს ცნობილი კურორტების შესახებ, სამკურნალო პროფილის მიხედვით. ესენია: მთის კლიმატური, ბალნეოლოგიური, ზღვისპირა კლიმატური, ბალნეო-კლიმატური, კლიმატო-ბალნეოლოგიური და პელოიდური კურორტები. ცალკეა გამოყოფილი მრავალპროფილური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ცენტრები - სამედიცინო Wellness კურორტი „ბიოლი“ და თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი - „თბილისი -SPA“.
სტატიაში გაშუქებულია ეკოტურიზმის როლი მოსახლეობის/ტურისტების რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების პროცესში. აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობის რეაბილიტაციის საუკეთესო საშუალებაა მათი რეკრეაციული აქტივობა ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ასევე აქტიური ჩართულობა სოფლად ფერმერულ საქმიანობაში.
წყაროები
კვარაცხელია ლ., "სამკურნალო (საკურორტო) რესურსები", საქართველოს ბუნებრივი რესურსები, ტ.II, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, თბილისი, 2015, გვ. 875-1062.
ვადაჭკორია გ., უშვერიძე გ., ჯალიაშვილი ვ., საქართველოს კურორტები, თბილისი, "საბჭოთა საქართველო", 1987.
მესხია ი., ასათიანი რ., "საკურორტო-რეკრეაციული რესურსები და ტურიზმი", წიგნში: საქართველოს ეკონომიკა, თბილისი, 2012.
საქართველოს ეროვნული ატლასი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, თბილისი, 2012.
საქართველოს 100 კურორტი, "კლიო", თბილისი, 2014.
ერქომაიშვილი გ., "სამედიცინო ველნეს კურორტები - საქართველოს ბრენდ კოდი მსოფლიოში", უნივერსალი, 2016.
O.Paresishvili, L.Kvaratskhelia, V. Mirzaeva, “Rural tourism as a promising trend of small business in Georgia: topicality, capabilities, peculiarities”, Annals of Agrarian Science, Vol.15, Issue 3, 2017.
Z.Lomsadze, O.Paresishvili, L.Kvaratskhelia et al. “Georgian natural rersources (brief review)”, Annals of Agrarian Science, Vol.17, No. 1, 2019.











