არაკომერციული (არასამეწარმეო) ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი და ბუღალტრული ასპექტები

ავტორები

  • ლელა პატარაია

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიო არაკომერციული, იგივე არასამეწარმეო (არამომგებიანი) ორგანიზაციების სიჭრელით გამოირჩევა, რომლებიც არასამთავრობო, საზოგადოებრივი თუ სამოქალაქო ორგანიზაციების სახელწოდებებითაა ცნობილი. ასეთ ორგანიზაციებს თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით - ეს იქნება პროფესიული კავშირები, თუ ასოციაციები, სპორტული ფედერაციები, სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები (ე.წ. ველფეარ ორგანიზაციები) და სხვ. არასამეწარმეო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საზოგადოებების ფორმირებასა და განვითარებაში. ამ ორგანიზაციების მიერ გაწეული მომსახურება საზოგადოების სწორედ იმ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, რომლებზეც სხვა სექტორებს ხელი ვერ, ან არ მიუწვდებათ. არაკომერციული ორგანიზაციები ელასტიურობითაც გამოირჩევიან - ისინი წარმატებით აკონტროლებენ ცალკეულ სფეროებს, იქნება ეს ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, კულტურა, მეცნიერება, უპატრონო ბავშვთა, მოხუცებულთა, ინვალიდთა, ყრუ-მუნჯთა და უსინათლოთა სოციალური უზრუნველყოფა თუ სხვა.

ავტორის ბიოგრაფია

ლელა პატარაია

ეკონომიკის მაგისტრი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.05.2008

როგორ უნდა ციტირება

პატარაია L. . (2008). არაკომერციული (არასამეწარმეო) ორგანიზაციების საქმიანობის სამართლებრივი და ბუღალტრული ასპექტები. ბიზნესი და კანონმდებლობა, 1(2), 64–68. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/683