ომი და ეკონომიკა

ავტორები

  • იაშა მესხია

ანოტაცია

სახელმწიფოს ბრძოლა საკუთარი ეროვნული ინტერესებისათვის მხოლოდ მაშინაა შედეგიანი, როცა მკაფიოდაა ჩამოყალიბებული მისი მიზანი და ამოცანები. თითოეულ ქვეყანას გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს სხვა ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანებს.

ასეთ ვითარებაში სახელმწიფოებს შორის იწყება პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც მისი უკომპრომისობის შემთხვევაში შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო დაპირისპირებაში, რომელსაც უმეტესწილად ძლიერი ქვეყანა იყენებს სუსტის მიმართ და პირიქით (იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება). ამასთან, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვე პოლიტიკური სამყარო, არის შედეგი წარსულში ძალადობისა, ხოლო მისი შენარჩუნება ასევე ძალადობით ხდება. ვიდრე საზოგადოება არ გადავა ცნობიერების ახალ ცივილურ პარადიგმაზე, მომავალშიც მსოფლიო პოლიტიკური რუკა ალბათ ძალადობით შეიცვლება. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფოთა ტერიტორიული საზღვრები არის საუკუნეების მანძილზე წარმოებული მრავალრიცხოვანი ტოტალური და ლოკალური ომების შედეგი, რომელიც ყოველთვის მთავრდებოდა დაზავებით. ისტორიულ ჭრილში უსასრულო ომი არ არსებობს, მაგრამ ბევრი მაგალითია სახელმწიფოებს შორის უსასრულო ბრძოლებისა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მოკლევადიანი ლოკალური ომები.

ავტორის ბიოგრაფია

იაშა მესხია

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.09.2008

როგორ უნდა ციტირება

მესხია I. . (2008). ომი და ეკონომიკა. ბიზნესი და კანონმდებლობა, 1(6), 7–15. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/602