უიარაღო ომი
ანოტაცია
ომი ყველაზე მძიმე და დამანგრეველი რეალობაა კაცობრიობის არსებობის პრაქტიკაში. იგი სპობს და ანადგურებს ყველა ფერს, სადაც კი მიწვდება და ისეთივე საშიშია, როგორც გლობალური ბუნებრივი კატაკლიზმები, რომელსაც ძალუძს აღგავოს სამყარო პირისაგან მიწისა.
თუ გადატანითი მნიშვნელობით ვიტყვით, ომი უფლის სასჯელია ცოდვილი კაცობრიობის დასაფიქრებლად და ჭკუაზე მოსაყვანად.
დასაბამიდან მოყოლებული, იმისდა მიხედვით იცვლებოდა საომარი საშუალებები, თუ რა დონეზე იყო კაცობრიობა ცივილიზაციის (სამხედრო ტექნოლოგიების) თვალსაზრისით.
ბოლოდროინდელი პრაქტიკა ცხადყოფს, რომ არსებობს უიარაღო ომი, როცა ბალისტიკური რაკეტების, თუ უკანასკნელი ყაიდის სხვა საბრძოლო ტექნოლოგიების გარეშეც შესაძლებელია მოსახლეობის განადგურება.
ეს ის შემთხვევაა, როცა უცხო ქვეყნის ბიზნეს, თუ მზაკვრულ ინტერესებს ეწირება საკუთარი ქვეყნის არათუ სასიცოცხლო ინტერესები, არამედ, თვით ადამიანთა სიცოცხლეც კი.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .











