სუსპენზიური ეფექტი ადმინისტრაციულ სამართალში
ანოტაცია
სუსპენზიური ეფექტი - ასე ეწოდება ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის მოქმედების დროებით შეჩერებას. მისი განხორციელება დაკავშირებულია ადმინისტრაციული ორგანოსთვის საჩივრითა და სა-სამართლო ორგანოსთვის სარჩელით მიმართვასთან. აღნიშნულ ღონისძიებაზე მიუთითებს სზაკ1-ის 184-ე და სასკ2-ის 29-ე მუხლები. ადმინისტრაციული სამართალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის უფლე-ბების ფაქტობრივი რეალიზაციის სრულყოფა, ადმინისტრაციული სამართალში ჩვენ ვხვდებით როგორც უფლების დაცვის რეპრესიულ, ასევე უფლების დაცვის პრევენციულ საშუალებებს. აღნიშნული რეგულაცია მაქსიმალურად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნას და ამავდროულად დადგენილ კონსტიტუციურ გარანტიებს.
წყაროები
ვაჩაძემ., თოდრია ი., და სხვ., საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის კომენტარები, თბილისი, 2005.
საქართველოს უზენაესი სასამართლო, პრაქტიკული რეკომენდაციები ადმინისტრაციულ საპროცესო სამართლის საკითხებზე მაგისტრატი მოსამართლეებისათვის, თბილისი, 2010.
ტივიშვილი მ., ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება. ალმანახი, 17 (I) 2001.
წიკლაური ბ., უფლების დავის წინასწარი საშუალებანი ადმინისტრაციულ სამართალში, სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალი, სამართლებრივი ჟურნალი, 2011.











