საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე

ავტორები

  • ნანა კაციტაძე

ანოტაცია

ტურიზმი საქართველოში ეროვნული ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებადაა აღიარებული და ეს, შემთხვევითი არ არის. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი და მაღალშემოსავლიანი დარგია. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) სტატისტიკური მონაცემებით 2011 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავალი ტრილიონს მიუახლოვდა და 919 მლრდ. აშშ დოლარზე (693 ევრო) მეტი შეადგინა. 2009-2010 წლებში

დაფიქსირდა მოგზაურთა 4,5-5% ზრდა, რაც 2011 წელსაც შენარჩუნდა. ტურიზმის სფეროში მსოფლიოში არსებული სამუშაო ძალის 16%-ზე მეტია დასაქმებული. ამ დარგში იქმნება მსოფლიო შიდა პროდუქტის 9,2%, ხოლო საერთაშორისო ექსპორტის 4,3% და მსოფლიო ინვესტიციების 9,2% ხორციელდება, 2011 წლისთვის ის მიუახლოვდა მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისამდე არსებულ დონეს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დარგის განვითარება კვლავაც გრძელდება.

ავტორის ბიოგრაფია

ნანა კაციტაძე

სდასუ ასოცირებული პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

31.07.2012

როგორ უნდა ციტირება

კაციტაძე ნ. (2012). საქართველო საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. ბიზნესი და კანონმდებლობა, 5(1), 55–59. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/318