დაზღვევა, როგორც საზოგადოების ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური ურთიერთობების ნაწილი

ავტორები

  • თენგიზ მეზურნიშვილი

ანოტაცია

დაზღვევის, როგორც ეკონომიკური დისციპლინის მეცნიერული განმარტება შეიძლება შემდეგნაირად ჩამოვაყალიბოთ: დაზღვევა ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემის განსაკუთრებული სფეროა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სპეციალურად შექმნილი ფულადი ფონდების განაწილება-გადანაწილების ხარჯზე.

დაზღვევის არსი ცალკეული სუბიექტების ან სამეურნეო ერთეულის მიერ რისკების სხვა სუბიექტებზე გადაცემით მათი რეალიზაციის შემთხვევაში წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებაში მდგომარეობს.

სადაზღვევო საქმიანობაში მონაწილეობს: კერძო, ან იურიდიული პირი, რომელსაც სადაზღვევო კომპანიაში პერიოდულად შეაქვს წინასწარ განსაზღვრული თანხა — სადაზღვევო პრემია. ეს უკანასკნელი რისკის ხარისხის მიხედვით არის გამოთვლილი. მზღვეველი, ანუ სადაზღვევო ორგანიზაცია, რომელიც დამზღვევის რისკის რეალიზების შემთხვევაში ანაზღაურებს ზარალს — სადაზღვევო თანხით. ასევე შესაძლებელია მონაწილე მხარეებიდან განვიხილოთ სადაზღვევო აგენტი, ბროკერი და გადამზღვევი ორგანიზაცია.

ავტორის ბიოგრაფია

თენგიზ მეზურნიშვილი

საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.06.2012

როგორ უნდა ციტირება

მეზურნიშვილი თ. (2012). დაზღვევა, როგორც საზოგადოების ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური ურთიერთობების ნაწილი. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(3), 44–47. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/274