მონობა დემოკრატიის მანტიით!

ავტორები

  • ნასყიდა დარგუაშვილი

საკვანძო სიტყვები:

საპროცენტო განაკვეთი, საბაზრო ეკონომიკა, უცხოური ფინანსური ინსტიტუტები, ეკონომიკური კრიზისი

ანოტაცია

არ  მინდა  დავიჯერო,  რომ  ყველაფერი  მიზანმიმართულად  ხდება. თუმცა,  ის  სქემები  და  სისტემები, რაც  ჩვენს  ქვეყანაში  ამ  ბოლო  ხანებში  დაინერგა  და  მოქმედებს,  ბადებს სერიოზულ  ეჭვს,  რომ  ეს  ყველაფერი შემთხვევითი  არ  არის! მოსახლეობას  მუდმივად  არწმუნებენ  იმაში,  რომ  საბჭოთა  სისტემა არაადამიანური,  კაცთმოძულე  და საშინელი  რეჟიმი  იყო  ხოლო  საბაზრო   ეკონომიკა   უფრო   ეფექტური ეკონომიკაა,  ვიდრე  გეგმიური  ეკონომიკა და ა. შ. იქმნება   შთაბეჭდილება,   რომ მიზანმიმართულად  მიმდინარეობდა  და  მიმდინარეობს  ზიზღისა  და შეურიგებლობის  დანერგვა  სოციალისტური  რეჟიმის  მიმართ.  თუმცა, ეს  თემა  ცალკე  განხილვის  საგანია. ერთი  რამ  ფაქტია:    კომუნისტურმა რეჟიმმა  ბარის  და  თოხის  ქვეყანა ჩაიბარა  და  70  წელიწადში  ინდუსტრიულად  განვითარებული  სახელმწიფო  დატოვა.    დამოუკიდებლობის მიღებიდან   20   წლიან   პერიოდში ქვეყანა  მთლად  გაპარტახდა  და  განვითარებადი  სახელმწიფოების  სიაში აღმოჩნდა.  კომუნისტური  რეჟიმის დროს  არავინ  შიმშილობდა,  მოსახლეობა  დასაქმებული  იყო,  იყო  უფასო  სწავლება,  უფასო  ჯანდაცვა  და ა.შ.  ხშირად  გავიგონებთ,  რომ  ჩვენ დაპყრობილები  ვიყავით;  მართალია ქვეყანაში  გაჭირვებაა,  მაგრამ  სამაგიეროთ  თავისუფლები  ვართ  და  ა.შ.

ავტორის ბიოგრაფია

ნასყიდა დარგუაშვილი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.09.2012

როგორ უნდა ციტირება

დარგუაშვილი N. (2012). მონობა დემოკრატიის მანტიით!. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(4), 7–14. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/257