საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა და მისი გავლენა სიღარიბეზე

ავტორები

  • მერაბ ვანიშვილი

ანოტაცია

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთანავე საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ განაცხადა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, რომლებიც სოციალური დაცვის სისტემის გაძლიერებას ისახავენ მიზნად. ეს ინიციატივები მოიცავენ პენსიების ზრდას, მიზნობრივი სოციალური დახმარების გაორმაგებას, დაბალი შემოსავლის მქონე დასაქმებულთათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას, შრომის კანონმდებლობის გაძლიერებასა და სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური საბაზისო პაკეტის შემოღებას.

წინამდებარე სტატიაში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის მონაცემების გამოყენე- ბით, ჩვენ ვახდენთ დადგენას იმისას, თუ რა ეფექტი ექნება გაზრდილ სოციალურ ტრანსფერებს. კვლევა აჩვენებს, რომ გაზრდილი სოციალური ტრანსფერები მნიშვნელოვნად შეამცირებენ სიღარიბეს, მაგრამ ღარიბი ოჯახების მესამედის მდგომარეობა არ შეიცვლება, რადგან ამჟამად ისინი სოციალური დაცვის სისტემის მიღმა არიან დარჩენილნი

ავტორის ბიოგრაფია

მერაბ ვანიშვილი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

30.01.2012

როგორ უნდა ციტირება

ვანიშვილი მ. (2012). საქართველოს სოციალური დაცვის სისტემა და მისი გავლენა სიღარიბეზე. ბიზნესი და კანონმდებლობა, 6(7), 47–51. Retrieved from https://ojs.b-k.ge/index.php/bk/article/view/238